fbpx

უფრო მეტი შარქ თენქ საქართველოს შესახებ

შაქრ თენქ საქართველოს

უფრო მეტი შარქ თენქ საქართველოს შესახებ

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ განვითარებად ქვეყნაში ფულადი კაპიტალის ნაკლებობა საშუალებას არ აძლევს საშუალო და მცირე მეწარმეებსა და სტარტაპერებს ხორცი შეასხან თავიანთ იდეებს ან განავითარონ არსებული. შესაბაისად უამრავი ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისის იდეა რომელიც შეიძლებოდა დიდ კორპორაციად ქცეულიყო იდეადვე რჩება, რაც თავისმხრივ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ესეთ დროს სტენლი შოუსა და პირველი არხის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში დაიწყო 4 Emmy-ს და  სხვა მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი SONY Pictures-ის მეგა პოპულარული რეალითი შოუ „შარქ თენქ საქართველო“.

ტელეშოუს ისტორია

შოუს მეშვეობით განხორციელდა 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. პროექტი თავდაპირველად, დაარსდა იაპონიაში სახელით „ფულის ვეფხვები“ 2001 წელს. უკვე 20 წლიანი ისტორიით, „შარქ თენქ“-მა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბიზნესები და პიროვნებები დააფინანსა.

მონაწილეობის პირობები

 

შარქ თენქ საქართველო ეს არის სატელევიზიო შოუ, სადაც მონაწილოების მიღების შესაძლებლობა აქვს ყველა სრულწლოვან და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს რომელსაც სურს საკუთარი იდეების განსახორციელებლად ინვესტიციის მოპოვება. მონაწილეები დაფინანსებას იღებენ უშუალოდ შარქებისგან (ზვიგენები), რომლებიც როგორც მტაცებლები მსგავსად ცდილობენ არ გაუშვან ხელიდან მომგებიანი საინვესტიციო შეთავაზება. შარქ თენქ საქართველოს შარქებ-ს წარმოადგენენ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი ქართველი ბიზნესმენები და ინვესტორები.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც შარქები ასევე მონაწილეები გადაწყვეტილებებს იღებენ ცოცხლად, კამერების წინ მოლაპარაკების საფუძველზე, სადაც ვაჭრობის საგანია როგორც საინვესტიციო თანხა და კომპანიის წილი, ასევე სხვა ნეთვორქინგი თუ ადამიანური რესურსი რაც შეიძლექბა შარქებმა მონაწილეებს შესთავაზონ.

გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესები თუ ბიზნესიდეები არა არიან შეზღუდულნი, არც ინდუსტრიის და არც სიდიდის მიხედვით. ასევე მოთხოვნილი საინვესტიციო თანხის ან სანაცვლოდ შეთავაზებული წილის ოდენობაზე პროექტით დაწესებული რაიმე ზღვრები არ არსებობს.

როგორც შარქ თენქში აცხადებენ გადაცემაში ძალიან დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. უფრო მეტიც, როგორც თავად იუწყებიან შარქები ჯამში 1,5 მილიონ ლარიან ინვესტიციას განახორციელებენ.

გენერალური სპონსორები

შოუს გენერალური სპონსორები არიან: საქართველოს ბანკი ბიზნესი, ვიზა  და მეგატექნიკა.

ვინ არიან შარქები?

შარქ თენქ საქართველოს პირველ სეზონზე შარქების ვინაობა შემდეგია:

🦈 სოსო ფხაკაძე – ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი დირექტორი

🦈 მენი ბენიში – სამშენებლო კომპანია არქის დამფუძნებელი

🦈 ქეთევან ქვარცხავა – იურიდიული ფირმა BLC Law Office პარტნიორი

🦈 პავლე მგელაძე – Amazon-ის ტოპ მენეჯმენტის გუნდის წევრი 5 წლის განმავლობაში

🦈 დაჩი ჭოლაძე – Pulsar ai-ის დამფუძნებელი

🦈 ნუცა აბრამიშვილი – Schuchmann Wines – ის დირექტორი

პირველი გადაცემა მაყურებელმა იხილია 10 ნოემბერს. რეალითი შოუ დაიწყება ყოველ ოთხშაბათს პირველ არხზე 22:00 საათზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post