fbpx

შერილ სენდბერგი Meta-ის მთავარი საოპერაციო ოფიცრის პოსტს ტოვებს

შერილ სენდბერგი

შერილ სენდბერგი Meta-ის მთავარი საოპერაციო ოფიცრის პოსტს ტოვებს

კომპანიაში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ, შერილ სენდბერგი Meta-ის მთავარი საოპერაციო ოფიცრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან რამდენიმე საათის წინ Facebook-ზე გავრცელა.

14 წლის შემდეგ Meta-ს ვტოვებ. როდესაც მარკს პირველად შევხვდი, ახალი სამსახურის ძიების პროცესში ნამდვილად არ ვყოფილვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რამდენად შეცვლიდა მასთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებას. ჩვენ დანიელ როზენსვაიგის სახლში სადღესასწაულო წვეულებაზე ვიყავით. მარკი კარში შესვლისას გამაცნეს და შემდეგ Facebook-თან დაკავშირებულ მის ხედვაზე დავიწყეთ საუბარი…მრავალი თვის შემდეგ, უთვალავი დიალოგის შემდეგ, მან ეს სამუშაო შემომთავაზა ამ 14 წლის განმავლობაში მარკის გვერდით ყოფნა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ის ნამდვილად მზრუნველი ლიდერია. ზოგჯერ ამბობს, რომ ერთად გავიზარდეთ და ეს ასეცაა. ის მხოლოდ 23 წლის იყო, მე კი უკვე 38-ის ვიყავი როდესაც შევხვდით, მაგრამ ამ კომპანიის მართვის პროცესში მრავალი აღმავალი და დაღმავალი პერიოდი ერთად გამოვიარეთ2008 წელს, როდესაც ამ საქმიანობას შევუდექი, იმედი მქონდა, რომ პოზიციაზე 5 წლის განმავლობაში დავრჩებოდი. 14 წლის შემდეგ, დროა ჩემი ცხოვრების შემდეგი თავი დავწერო – ვკითხულობთ შერილ სენდბერგის გამოსამშვიდობებელ წერილში.

სენდბერგი მთავარი საოპერაციო ოფიცრის პოსტს შემოდგომაზე დატოვებს, ხოლო ამ პერიოდამდე დარჩენილ მომდევნო რამდენიმე თვეს კომპანიის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მარკ ზაკერბერგთან ანგარიშების გადასაცემად გამოიყენებს. აღსანიშნია, რომ ის Meta-ს სამეთვალყურეო საბჭოში ადგილს კვლავ შეინარჩუნებს.

შერილ სენდბერგის განცხადებას Facebook-ზე ზაკერბერგიც გამოეხმაურა და ახალ ამბავს მან ეპოქის დასასრული უწოდა.

,,ეპოქის დასასრული. ერთად მუშაობის 14 წლის განმავლობაში შენ შექმენი ჩვენი სარეკლამო ბიზნესი, დაიქირავე შესანიშნავი ადამიანები, ჩამოაყალიბე ჩვენი მართვის კულტურა და მასწავლე, თუ როგორ მემართა კომპანია. შენთან მუშაობა ყოველდღე მომენატრება… მადლობა ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ჩვენი კომპანიისთვისა და მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. სუპერვარსკვლავი ხარ’’, – წერს მარკ ზაკერბერგი.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მთავარი ოპერაციული ოფიცრის პოზიციას ხავიერ ოლივანი (ამჟამინდელი ზრდის მთავარი ოფიცერი) დაიკავებს. თუმცა, ზაკერბერგის განცხადებით, ის შერილის პოზიციის სრულად ჩანაცვლებას არ გეგმავს და ოლივანს სენდბერგისგან განსხვავებული, მეტად ტრადიციული ოფიცრის როლი ექნება.

ცნობისთვის, შერილ სენდბერგი Meta-ს (იმ დროისთვის Facebook-ს) 2008 წელს შეუერთდა, რათა ზაკერბერგს IPO-სკენ მიმავალ გზაზე დახმარებოდა და ჩამოეყალიბებინა სარეკლამო ბიზნესი, რომელსაც შემდგომ თავად ხელმძღვანელობდა.

,,როდესაც შერილი შემომიერთდა, მხოლოდ 23 წლის ვიყავი და კომპანიის მართვის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ჩვენ შევქმენით შესანიშნავი პროდუქტი, – Facebook-ის ვებგვერდი, – მაგრამ ჯერ არ გვქონდა მოგებიანი ბიზნესი და პატარა სტარტაპიდან ნამდვილ ორგანიზაციად ქცევა გვიჭირდა. შერილმა შექმნა ჩვენი სარეკლამო ბიზნესი, დაიქირავა შესანიშნავი ხალხი, ჩამოაყალიბა ჩვენი მართვის კულტურა და მასწავლა, თუ როგორ მემართა კომპანია’’, – წერს ზაკერბერგი.

არსებული ცნობებით, ბოლო წლების განმავლობაში სენდბერგი ნაკლებად იყო ჩართული სარეკლამო მიმართულებაში და პოზიციის დატოვების შესახებ მან ზაკერბერგს გასულ შაბათ-კვირას აცნობა. აღსანიშნია, რომ დრიუ პუსანტერის (რომელმაც ცოტა ხნის წინ Meta-ის კომუნიკაციების დეპარტამენტი დატოვა) თქმით, შერილის ეს ნაბიჯი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი.

Meta რეკლამის განმთავსებლებისთვის კონტროლის ახალ ხელსაწყოებს დატესტავს

რეკლამის

Meta (ძველად Facebook) დატესტავს ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც რეკლამის განმთავსებლებს მისცემს საშუალებას, გააკონტროლონ, თუ სად გამოჩნდება მათი რეკლამები. ეს ხელსაწყოები საშუალებას მისცემს კომპანიებს…

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სულ ახლახან სენდბერგი თავისი პოზიციის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, WSJ-ის გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ 2016,  შემდგომ კი 2019 წელს შერილი დაუკავშირდა MailOnline-ს, რათა მისი იმდროინდელი შეყვარებულის, Activision Blizzard-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბობი კოტიკის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება ჩაეხშო. WSJ-ის წყაროების თანახმად, კოტიკმა თქვა, რომ სენდბერგი მედიას ემუქრებოდა და აცხადებდა, რომ კოტიკისთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის შესახებ გამოქვეყნებულ ნებისმიერ სტატიას გამოცემის Facebook-თან ურთიერთობის დაზიანება შეეძლო. ამის შემდეგ, ინფორმაცია არცერთ შემთხვევაში არ გაშუქებულა. აღნიშნულ საკითხზე კი Facebook გამოძიებას ატარებდა, რათა დაედგინა, დაარღვია თუ არა სენდბერგმა კომპანიის პოლიტიკა. ამ ყველაფრის მიუხედავად, წყაროების თანახმად, შერილის მიერ პოზიციის დატოვება ამ სკანდალს არ უკავშირდება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post