fbpx

3 გზა, თუ როგორ წარვმართოთ შეხვედრები წარმატებულად

შეხვედრები

3 გზა, თუ როგორ წარვმართოთ შეხვედრები წარმატებულად

დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობის პერიოდში შეხვედრები სულ უფრო მნიშვნელობა გახდა. სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები მინიმუმ 25%-ით მეტ დროს ატარებენ შეხვედრებზე, ვიდრე 2020 წლის თებერვალში ატარებდნენ. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით შეხვედრის წარმართვის ხელოვნების სწავლა ყველასთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

და მაინც, რა განაპირობებს შეხვედრის წარმატებულად წარმართვას და როგორ უნდა დავეუფლოთ ამ ხელოვნებას?

ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზროვნება

დანიელ კანჰემანი განიხილავს აზროვნების ორ სისტემას თავის წიგნში Thinking Fast and Slow. აზროვნების პირველ ტიპს ის განსაზღვრავს, როგორც ავტომატურ, რეაქციულ აზროვნებას, რომელიც გვეხმარება ისეთი რამის კეთებაში, როგორიცაა ადამიანების სახეების ანალიზი და მეხსიერებიდან მარტივი პრობლემების პასუხების გახსენება.

მეორე ტიპის აზროვნება კი კონცენტრაციის უფრო ღრმა დონეს მოითხოვს და საშუალებას გვაძლევს, გავაანალიზოთ პრობლემები და გავაკონტროლოთ ჩვენი სხეული. რეალურად, სწორედ ამ ტიპის აზროვნებაზეა დამოკიდებული, შეხვედრაზე წარმდგენმა ის იდეა კი არ გააჟღეროს, რაც პირველად მოუვა თავში, არამედ საუკეთესო იდეები შესთავაზოს აუდიტორიას.

შექმენით ფსიქოლოგიური უსაფრთხოება

კვლევაში სახელწოდებით Project Aristotle, Google-მა აღმოაჩინა, რომ მაღალი დონის ფსიქოლოგიური უსაფრთხოება შეხვედრებზე ჯანსაღ დებატებს უწყობს ხელს. ამისათვის საჭიროა, ისეთი თემით გახსნათ შეხვედრა, რომელიც ყველასთვის აქტუალურია და რომელიც ერთიანობის გრძნობას გააჩენს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ დამსწრეებს, ერთობლივად ჩამოაყალიბონ შეხვედრის ძირითადი წესები და  ნორმები, თუ როგორ ისაუბრონ ერთმანეთთან. ეს წესები ყველას დაეხმარება, პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ საუბრის ტონზე და თუნდაც საკამათო სიტუაციებში აუღელვებლად გააგრძელონ შეხვედრა.

გამოიყენეთ ანონიმური წინადადებები კოლექტიური კულტურის შესაქმნელად

იდეებისა და კითხვების ანონიმიზაცია ერთ-ერთი კარგი ხერხია საიმისოდ, რომ ყველას აზრი თანაბრად განიხილებოდეს შეხვედრაზე. ინსტრუმენტებს, როგორიცაა Sli.do, შეუძლია დაეხმაროს დამსწრეებს აზრების ანონიმურად წარდგენაში და მათზე ხმის მიცემაში, ხოლო ონლაინ დაფებს ასევე შეუძლიათ შექმნან გარემო, სადაც იდეები დემოკრატიულად განიხილება.

ამ ყველაფერს ორი მიზანი აქვს:

• ამ გზით შემსუბუქდება იმ გუნდის წევრების შიში, რომელთაც აზრის ხმამაღლა დაფიქსირება ერიდებათ. ამ ფაქტმა კი, შესაძლოა, შეხვედრები უფრო ინკლუზიური გახადოს და ის ახალი ხმები და პერსპექტივები გამოავლინოს, რომლებიც ადრე არ ჩანდა.

• შექმნათ კოლექტიური კულტურა, სადაც ადამიანებს ნაკლებად აინტერესებთ, ვისი იდეები განხორციელდება და უფრო მეტად საუკეთესო იდეის გამოვლენაზე იზრუნებენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post