fbpx

რატომაა სპორტული NFT-ები ძალიან პოპულარული?

nft

რატომაა სპორტული NFT-ები ძალიან პოპულარული?

სპორტული NFT საკმაოდ მზარდი სეგმენტია ჩაუნაცვლებელი ტოკენების (ნფტ) ბაზარზე. ისინი უნიკალური ციფრული აქტივებია, რომლებიც ბლოკჩეინზეა შექმნილი და რომლებიც, შესაძლოა, წარმოადგენდნენ ციფრულ სავაჭრო სპორტულ ბარათებს, სპორტულს მომენტებს, ციფრულ სამახსოვრო ნივთებსა და სხვა სახის სპორტული ნივთებს.

 

სპორტული ნფტ-ების გამოშვება საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, კლუბებს და სპორტულ ბრენდებს მონეტიზაციის ახალი გზა მოიპოვონ; ხოლო გულშემატკივრებს კი, საშუალება ეძლევათ, დაუკავშირდნენ საყვარელ კლუბებსა და სპორტსმენებს ახალი გზებით.

მაგალითად, საყვარელი საკალათბურთო გუნდის შეზღუდული გამოცემის ვირტუალური სამახსოვრო ნივთების ფლობა ან ბეისბოლის საყვარელი მოთამაშის იშვიათი საკოლექციო ბარათი არის ის, რისთვისაც ბევრი გულშემატკივარი მზად არის გადაიხადოს დიდი ფული. შედეგად, სპორტული ნფტ-ები ხშირად ხდებიან ვაჭრობის საგნები, რომლებშიც მომხმარებლები დიდ ფულს იხდიან.

სად შეიძლება იყიდო სპორტული NFT?

არსებობს უამრავი ბაზარი, სადაც შეგიძლიათ, სპორტული ნფტ შეიძინოთ. მოდით გადავხედოთ ორ ყველაზე აქტიურ ნფტ ბაზარს, რომლებიც სპორტთან დაკავშირებულ ნფტ-ებს ყიდიან.

Opeansea

OpenSea არის მსოფლიოს წამყვანი NFT ბაზარი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდოს და შეიძინოს ჩაუნაცვლებელი ტოკენები. ციფრული ხელოვნებიდან და მუსიკიდან დაწყებული, კრიპტო კოლექციონერებით და სპორტული NFT-ებით დამთავრებული, პლატფორმა გთავაზობთ თითქმის ყველა ტიპის NFT-ს.

Rarible

Rarible არის ნფტ-ის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეაგროვონ, გაყიდონ და შეიძინონ სხვადასხვა ტიპის ჩაუნაცვლებელი ტოკენების ფართო სპექტრი. „საზოგადოებაზე ორიენტირებული ნფტ ბაზარი“ ყიდის ნფტ-ებს, რომლებიც წარმოადგენს PFP-ებს (პროფილის სურათები), ხელოვნებას, დომენებს, მუსიკას და სხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ნფტ-ები მრავალი წამყვანი სპორტული ნფტ ბრენდისგან Rarible-ზე.

Autograph

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის ტომ ბრედის მიერ დაარსებული Autograph არის სპორტული ნფტ პლატფორმა, რომელიც შეზღუდულად ყიდის ცნობილი სპორტსმენების მიერ ხელმოწერილ სპორტულ კოლექციებს. კოლექცია აერთიანებს ისეთი სპორტსმენების ხელმოწერებს, როგორებიცაა: ტონი ჰოუკი, უეინ გრეცკი და ნაომი ოსაკა.

უნდა შეაგროვოთ თუ არა სპორტული NFT-ები?

წამყვანმა NFT კომპანიებმა, განსაკუთრებით Dapper Labs-მა და Sorare-მა, მოახერხეს სალიცენზიო გარიგებების უზრუნველყოფა მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს სპორტულ ლიგასთან, რაც საშუალებას აძლევს სპორტის მოყვარულებს, ჩაერთონ თავიანთ საყვარელ კლუბებში სრულიად ახალი გზით.

სპორტულმა NFT-ებმა ასევე საშუალება მისცეს კოლექციონერებს, მიიღონ დიდი ანაზღაურება სწორი საკოლექციო ბარათების და ვირტუალური სამახსოვრო ნივთების შეძენით და მათი გაყიდვით.

მიუხედავად იმისა, რომ NFT ბაზარი შეიძლება არ იყოს ისეთი აქტუალური, როგორც შარშან, რაც გამოწვეულია კრიპტო ბაზრების მნიშვნელოვანი ვარდნით, NFT სივრცეში შესული სპორტის თაყვანისმცემელთა რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუწყოს სპორტული NFT-ების ღირებულების გაზრდას მომდევნო წლებში.

თუმცა, ნფტ ბაზარი მაინც ძალიან არასტაბილურია და სპორტული ნფტ-ების შეგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დაკარგვაც. ამიტომ, ვინც გეგმავს სპორტული ნფტ-ების საინვესტიციო თვალსაზრისით ყიდვას, არასოდეს უნდა ჩადოს ისეთი თანხა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ძალიან აზარალებს.

საბოლოო ჯამში, თუკი გულშემატკივარი ხართ და მზად ხართ, გადაიხადოთ „ნებისმიერი ფასი“ თქვენი საყვარელი კლუბის ან სპორტსმენის უახლესი კოლექციების მისაღებად, მაშინ სპორტული ნფტ-ები, შესაძლოა, თქვენთვის ზედგამოჭრილი იყოს.

არის თუ არა ფინტექში იუნიქორნი სტარტაპის შექმნა ახლა უფრო ადვილი, ვიდრე ოდესმე?

იუნიქორნი

თუკი ადრე ფინტექ სტარტაპი იუნიქორნი ხდებოდა, ეს საოცარ მოვლენად ითვლებოდა. თუმცა, ახლა, ეს ასე აღარ არის, რადგან დღევანდელი ბაზარი ნაყოფიერ ნიადაგს სთავაზობს ამბიციურ დამწყებ ბიზნესებს

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post