fbpx

Spotify-ის სერვისი რუსეთში სრულად შეჩერდება

Spotify-ის

Spotify-ის სერვისი რუსეთში სრულად შეჩერდება

Spotify თავის სერვისს რუსეთში სრულად შეაჩერებს. კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის – „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“ – დამატებას, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, კანონპროექტს რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა 3 მარტს დაუჭირა მხარი. 

,,Spotify კვლავ მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთში ჩვენი მომსახურების შენარჩუნება, რათა  სანდო, დამოუკიდებელი ამბებსა და ინფორმაციაზე წვდომა უზრუნველვყოთ რეგიონში. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონმდებლობა კიდევ უფრო ზღუდავს ინფორმაციაზე წვდომას, აღმოფხვრის თავისუფალ გამოხატვის შესაძლებლობასა და გარკვეული ტიპის სიახლეების კრიმინალიზაციას ახდენს, რაც საფრთხეს უქმნის Spotify-ის თანამშრომლების უსაფრთხოებას და, შესაძლოა, ჩვენს მსმენელებსაც კი რისკის ქვეშ აყენებდეს. ჩვენი ვარიანტებისა და არსებული გარემოებების ყურადღებით განხილვის შემდეგ, მივიღეთ რთული გადაწყვეტილება რუსეთში ჩვენი მომსახურების სრულად შეჩერების შესახებ’’, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

არსებული ცნობებით, Spotify-ის სერვისი რუსეთში სრულად აპრილის დასაწყისში შეჩერდება. 

აღსანიშნია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, კომპანიამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოსახატად. მარტის დასაწყისში Spotify-იმ რუსული სახელმწიფო მედიების Russia Today-ისა და Sputnik-ის მასალები წაშალა პლატფორმიდან, რუსეთში თავისი ოფისი განუსაზღვრელი ვადით დახურა, ქვეყანაში შეაჩერა ფასიანი სერვისი და შექმნა ამბების სანდო ადგილობრივი წყაროების განყოფილება, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ყოველდღიურ საინფორმაციო პოდკასტებზე,  ექნებოდათ წვდომა. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post