fbpx

რას ეძებენ ინვესტორები სტარტაპების დამფუძნებლებში?

სტარტაპების

რას ეძებენ ინვესტორები სტარტაპების დამფუძნებლებში?

ინვესტიციის მოზიდვა სტარტაპის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა, ინვესტორების დარწმუნება და დამატებითი ფინანსების მოპოვება არც ისე მარტივი პროცესია – თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელთა მიხედვითაც წყვეტს, ჩადოს თუ არა ინვესტიცია კონკრეტულ სტარტაპში. ცხადია, ამ პროცესში ისინი მხოლოდ კომპანიას და მის პოტენციალს არ აფასებენ, მათთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი სტარტაპის დამფუძნებლები და მათი მახასიათებლებია. და მაინც, კონკრეტულად რას ეძებენ ინვესტორები სტარტაპების დამფუძნებლებში? ამ კითხვაზე პასუხს რამდენიმე ინვესტორის მაგალითზე გთავაზობთ.

უილ ჰერმანი

უილ ჰერმანი არის მეწარმე, სტარტაპების მენტორი, ანგელოზი ინვესტორი და თანაავტორი წიგნისა The Startup Playbook. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ინვესტიციის ჩადებისას ის ეძებს ისეთ დამფუძნებლებს, რომლებიც:

• კარგი გუნდის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი – ცხადია, სტარტაპს მხოლოდ ისინი არ ქმნიან და კომპანიის წარმატებაში გუნდს დიდი წვლილი მიუძღვის;
• იაზრებენ იმას, თუ რა არ იციან;
• ძირითად ყურადღებ
ას არა იდეაზე, არამედ აღსრულებაზე ამახვილებენ – კარგ გუნდს აქვს უნარი, რომ საშუალო დონის იდეიდან შესანიშნავი კომპანია შექმნას;
• თავიანთ
არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს მუდმივად ესაუბრებიან – ბევრი სტარტაპი მუშაობს ისეთ პროდუქტზე ან სერვისზე, რომელიც რეალურ მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს და საბოლოო ჯამში მათ წარუმატებლობას არა ფინანსების ნაკლებობა იწვევს, არამედ ის, რომ პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობას ვერ აღწევენ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა სურთ მომხმარებლებს და რას ფიქრობენ ისინი;
• ბევრს შრომობენ –  
უილის თქმით, ადამიანი, რომელიც ბევრი საათის განმავლობაში მუშაობს, თითქმის ყოველთვის მიაღწევს წარმატებას ან იმაზე უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე ის, ვინც მასზე ნაკლებ დროს უთმობს მუშაობას. იგი აღნიშნავს, რომ პირებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის ერთგულები არიან და მიზნის მისაღწევად შრომისთვის მზად არიან, ფუნდამენტური უპირატესობა აქვთ.

ფაბრის გრინდა

FJ Labs-ის თანადამფუძნებელ ფაბრის გრინდას 200-ზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. თავისი გამოცდილებიდან კი ბიზნესანგელოზი სტარტაპების დამფუძნებლების ამბის თხრობის უნარს გამოყოფს. მისი თქმით, თუ დამფუძნებელი რიცხოვრივ მაჩვენებლებსა და ხედვას კარგად გადმოსცემს, ინვესტიციის მოზიდვას ყველა ეტაპზე შეძლებს.

რა გამოარჩევს ამბების კარგ მთხრობელს?

მნიშვნელოვანია, ლიდერს ზუსტად ესმოდეს განსხვავება წარდგენასა და თხრობას შორის, რათა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა ეფექტურად მოახერხოს. ქვემოთ მოცემულია თხრობის რამდენიმე სტრატეგია, რომელიც პრეზენტაციის გამორჩეულად წარდგენაში დაგეხმარებათ…

მაიკლ ლიტი

საინვესტიციო ფირმის, Garage Capital-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი მაიკლ ლიტი აღნიშნავს, რომ მისი ჯგუფი ეძებს ისეთ დამფუძნებლებს, რომელთაც სტარტაპის საოპერაციო სფეროს ცოდნა აქვთ. მისი თქმით, როდესაც სტარტაპი კონკრეტული ბაზრისთვის ან ეკოსისტემისთვის პროდუქტს ქმნის, იდეალურ შემთხვევაში, დამფუძნებლები ამ მიმართულებით გამოცდილნი უნდა იყვნენ, რათა მომხმარებლის მიმართ რეალური ემპათია ჰქონდეთ.

თომას კორტი

სტარტაპინკუბატორის, Angel Pad-ის თანადამფუძნებელი თომას კორტი წარმატებულ დამფუძნებლებში შემდეგ თვისებებს ამჩნევს:

• ინვესტიციის მოზიდვის პროცესის შესასწავლად დროის გამოყოფა;
• საკუთარი თავის რწმენა, მაგრამ მონაცემებიდან გამომდინარე ადაპტირებისთვის მზაობა;
• გადაწყვეტილების მიღებისა და წინსვლის უნარი
.

კევინ ო’კონორი

ScOp Venture Capital-ის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი კევინ ო’კონორი სტარტაპების დამფუძნებლებში სამ ძირითად საკითხს აქცევს ყურადღებას. ესენია:

• გადაუდებლობის შეგრძნება –  დამფუძნებელმა შემდეგი დღისთვის არ უნდა გადადოს საქმე;
• სკეპტიკურად განწყობის უნარი
– ეს განსაკუთრებით ტექნოლოგიის მიმართ და რეალურად ფოკუსირება იმაზე, თუ რა პრობლემას წყვეტს პროდუქტი;
• წესების დარღვევის სურვილი
დამფუძნებლის უნარი და მზადყოფნა, დააკვირდეს სტატუს-კვოს და გააკეთოს ის, რაც ცოტა სიგიჟედ აღიქმება.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post