3 რამ, რაც სტარტაპების დამფუძნებლებმა უნდა გაითვალისწინონ
თუ თქვენ ხართ სტარტაპის დამფუძნებელი ან ინვესტორი ტექნოლოგიების სექტორში, 2023 წლის ლანდშაფტს ალბათ ჩვეულებრივზე უფრო უხერხულად უყურებთ. ეს კი იმიტომ, რომ წინა წელი არც თუ ისე გამამხნევებელი იყო, რადგან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი ინიციატივების დაფინანსება.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელი სტარტაპის ეკოსისტემაში ყველას გამოცდის, ქვემოთ მოცემული სამი შესაძლებლობა დაეხმარება სტარტაპებს, გადაურჩებიან მნიშვნელოვან ვარდნას:
ნაკლები კონკურენცია უფრო დიდი კომპანიებისგან
2023 წელს სტარტაპებისთვის უფრო რთული იქნება დიდი კომპანიები დააინტერესონ და, თავის მხრივ, კომპანიებს გაუჭირდებათ დიდი ინვესტიციის ჩადება ახალ პროდუქტებში.
სწორედ ამიტომ, დამფუძნებლები უფრო მეტად უნდა ფოკუსირდნენ თავიანთ რეალურ გამოწვევაზე: თავიანთი მომხმარებლებისთვის ღირებულების მიწოდებაზე.
თხუთმეტი წლის წინ, როდესაც Web 2.0-ის ბუმი იწყებოდა, იყო გაუთავებელი საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ კლავდნენ Web 1.0 გიგანტებს, როგორიცაა Yahoo. ეჭვგარეშეა, მსგავსი ისტორიები დაიწერება ხუთ წელიწადში, როდესაც ახალი უნიქორნები გაძლიერდებიან. სწორედ ამიტომ, იფიქრეთ ამაზე და არ დაიშუროთ ძალისხმევა საიმისოდ, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენი სტარტაპიც იყოს.
ნაკლები კონკურენცია სტარტაპებისგან
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ წარმოუდგენელი რაოდენობის სარისკო კაპიტალის ფირმების შესახებ შევიტყეთ, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორები ბევრად მეტია, ვიდრე ადრე იყო. VC-ები დაჰპირდნენ ინვესტორებს, რომ ისინი კაპიტალს აუცილებლად ჩადებენ სტარტაპებში; შედეგად, ჯილდო იმ სტარტაპისთვის, რომელიც ინვესტორებისა და მომხმარებლების ყურადღებას იპყრობს, შეიძლება იყოს კარგად დაფინანსებული კონკურენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
კარგი ამბავი სტარტაპებისთვის დღეს არის ის, რომ მჭიდრო ბაზრებზე, ინვესტორები გაცილებით ნაკლებად მიჰყვებიან ამ ნიმუშს. მათ მეტი დრო აქვთ მონდომებისთვის და რთული კითხვების დასმისთვის დიფერენციაციისა და ბაზარზე გასვლის შესახებ. ისინი მეტ დროს ატარებენ არა მხოლოდ კომპანიის მხარდასაჭერად, არამედ საუკეთესო კომპანიის მხარდასაჭერად.
დღეს უფრო ადვილია ტალანტების მოზიდვა
მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში თანამდებობიდან გათავისუფლებამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა ინჟინრებისა და დიზაინერების ახალ თაობას. დასაქმება არ არის გარანტირებული და თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება გაფრთხილების გარეშეც მოხდეს. მსხვილი კომპანიების აქციების ფასები მხოლოდ ზრდადი არ არის და როდესაც ისინი იკლებს, შეიძლება 50%, 60%, თუნდაც 70%-მდეც კი დაეცეს.
სწორედ ამიტომ დღესდღეობით ტალანტები დიდ ყურადღებას აქცევენ, რამდენად სარისკო იქნება ამა თუ იმ კომპანიაში დასაქმება. როგორც დამფუძნებელს, შეიძლება გაგიჭირდეთ ხალხის დარწმუნება, რომ თქვენი კომპანია სიცოცხლისუნარიანია და რომ თქვენ გაქვთ პოტენციალი შექმნათ ბიზნესი, რომელიც ოდესმე მილიარდობით ეღირება. მაგრამ ახლა თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა, აიყვანოთ სამსახურში ისეთი ადამიანი, რომელიც ადრე არ მოუსმენდა თქვენს სიტყვებს.