fbpx

სტარტაპინკუბატორი და აქსელერატორი – მათ შორის განსხვავება

სტარტაპინკუბატორი

სტარტაპინკუბატორი და აქსელერატორი – მათ შორის განსხვავება

სტარტაპინკუბატორი და აქსელერატორი სტარტაპს პირველი ნაბიჯების გადადგმაში, დახვეწაში, გაზრდასა და მდგრად კომპანიად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ორივე მათგანი დამფუძნებლებს განვითარებისა და წარმატების მისაღწევად საჭირო მნიშვნელოვან რესურსებს, სწავლებას, კავშირებსა და მხარდაჭერას სთავაზობს.

 

არაერთი ისტორია არსებობს იმ სტარტაპების შესახებ, რომელთაც ინკუბატორის ან აქსელერატორის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და შემდეგ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ამის კარგი მაგალითებია დღეისთვის უკვე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპანიები Airbnb, Stripe, Dropbox და სხვები.

თუმცა, როგორ უნდა მიხვდეს დამფუძნებელი, რომელი მათგანი სჯობს მისი სტარტაპისთვის? იმისათვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება მაქსიმალურად შედეგიანი იყოს, პირველ რიგში, ამ ორ პროგრამას შორის განსხვავებების გააზრებაა საჭირო.

სტარტაპის სიდიდე და განვითარების ეტაპი

სტარტაპინკუბატორი – ამ პროგრამაში დამფუძნებლები ძირითადად მხოლოდ იდეის საფუძველზე ხვდებიან (შესაძლოა, ბიზნესმოდელიც არ ჰქონდეთ ჯერ შემუშავებული). ინკუბატორი კი მათ იდეის ტესტირებაში, დახვეწასა და სტარტაპის განვითარებაში ეხმარება.

სტარტაპაქსელერატორი – აქსელერატორში უკვე ჩამოყალიბებული სტარტაპები იღებენ მონაწილეობას. მათ უკვე მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) აქვთ, პროდუქტისა და ბაზრის თავსებადობა ნაპოვნი აქვთ, ჰყავთ ადრეული მომხმარებლები და შესაძლოა, უკვე შემოსავალსაც აგენერირებდნენ.

პროგრამის ხანგრძლივობა

სტარტაპინკუბატორი – ინკუბატორი სტარტაპებს შედარებით ნელი ტემპით ავითარებს. პროგრამა შესაძლოა 6 თვიდან  5 წლამდე (საშუალოდ, 2 წელი) გაგრძელდეს.

სტარტაპაქსელერატორი – აქსელერატორი კომპანიებს სწრაფი ტემპით ზრდის. პროგრამა მოკლევადიანია და 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება.

დაფინანსება

სტარტაპინკუბატორი – როგორც წესი, ინკუბატორები მომსახურების (დაბალი) საფასურის საფუძველზე ფუნქციონირებენ. თუმცა, ზოგიერთი მათგანი გაცემული მხარდაჭერისა და რესურსების ან ინვესტიციის სანაცვლოდ, სტარტაპის წილს ითხოვს.

სტარტაპაქსელერატორი – პროგრამის მონაწილე სტარტაპებში მათი წილის სანაცვლოდ ინვესტირება სტარტაპაქსელერატორების სტანდარტული პრაქტიკაა.

რას საქმიანობენ სტარტაპინკუბატორები?

სტარტაპინკუბატორები

სტარტაპინკუბატორები სპეციალურად შემუშავებული პროგრამებია, რომლებიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან.

რომელი უნდა აირჩიოს სტარტაპმა

სტარტაპაქსელერატორში ან სტარტაპინკუბატორში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება სტარტაპმა გააზრებულად უნდა მიიღოს. დამფუძნებლებმა უნდა გაითვალისწინონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა პროგრამის, სასწავლო გეგმისა თუ მენტორების გამოცდილების მათ საოპერაციო სექტორთან შესაბამისობა. ამის გარდა, საყურადღებოა თითოეული მათგანის რეპუტაცია და კურსდამთავრებულების გამოცდილება და შედეგები.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროგრამების ძირფესვიანი განხილვის გარდა, დამფუძნებლებმა საკუთარი სტარტაპის განვითარების ეტაპი და მისი საჭიროებებიც უნდა შეაფასონ. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

• პროდუქტის მდგომარეობა (ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა თუ უკვე არსებობს მინიმალურ სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი);

• დაფინანსების საჭიროება.

შემდეგ კი, ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები ინკუბატორის ან აქსელერატორის დანიშნულებასა და კონკრეტული პროგრამის შეთავაზებას შეუსაბამონ.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post