fbpx

ინვესტორები და სტარტაპის პრეზენტაცია – ქართული სტარტაპების რჩევები

სტარტაპის

ინვესტორები და სტარტაპის პრეზენტაცია – ქართული სტარტაპების რჩევები

,,ინვესტორებს მხოლოდ იმ შემთვევაში მიმართეთ, თუ დაფინანსება ნამდვილად გჭირდებათ’’, – გვეუბნება Kroudi-ს თანადამფუძნებელი ჯოსუა რეხტსტეინერი. დავუშვათ, სტარტაპის გუნდმა დაადგინა, რომ დამატებითი ფინანსები რეალურად სჭირდება, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? ,,თუ ასეა, ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვისაც თქვენს საქმიანობაში დიდი წვლილის შემოტანა და არა უბრალოდ ფულით დახმარება შეუძლია’’, – აღნიშნავს ჯოსუა.

 

დიდი წვლილის შემომტანი, ანუ კარგი ინვესტორის მოძიება სტარტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. თანაც, გავრცელებული მიდგომა – ინვესტორთან ურთიერთობა გრძელვადიანია და ქორწინებისგან დიდად არ განსხვავდება – ანტრეპრენერებზე ისედაც არსებულ წნეხს უფრო ზრდის. და მაინც, როგორ უნდა იპოვოთ შესაბამისი ინვესტორი? ამისათვის, პირველ რიგში ერთი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ – თქვენ ისევე ირჩევთ მათ, როგორც ისინი გირჩევენ თქვენ. ანუ გარიგების დადებამდე პოტენციური ინვესტორები კომპლექსურად უნდა შეისწავლოთ. მნიშვნელოვანია, იცოდეთ მათი მიღწევების, ღირებულებებისა და მართვის სტილის შესახებ.

მოძიების პროცესთან დაკავშირებით, Shelf.Network-ის დამფუძნებელი ლაშა ანთაძე შემდეგ რჩევას გვაძლევს: ,,დაახარისხეთ ვისთან გინდათ მუშაობა და ვისთან – არა… გესმოდეთ ვისთან მიდიხარ და რატომ. კონკრეტული ხედვა უნდა გქონდეთ და უნდა იცოდეთ მისგან ფულის გარდა რა გსურთ’’.

დავუშვათ, ესეც დაადგინა სტარტაპმა – შეარჩია მისთვის შესაბამისი რამდენიმე პოტენციური ინვესტორი, რომელთაც სფეროში გამოცდილება და დიდი ცოდნა აქვთ დაგროვებული; შეუძლიათ, რომ გუნდი რჩევებითა და კონსულტაციით, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისა და სხვა შესაბამისი პირების კონტაქტებით უზრუნველყონ. ახლა რა უნდა გააკეთონ დამფუძნებლებმა? ცხადია, ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოების დრო დგება, რაც სტარტაპის პრეზენტაციის მომზადებასაც გულისხმობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Payze-ს დამფუძნებლები კახა გელაშვილი და გეგა თოფაძე აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში, ყველა დამწყებმა Airbnb-ის პრეზენტაცია უნდა წაიკითხოს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საჯაროდ ხელმისაწვდომი Pitch Deck-ია.

რაც შეეხება, საკუთარი სტარტაპის პრეზენტაციის შედგენას, ამასთან დაკავშირებით ლაშა ანთაძე დამფუძნებლებს ურჩევს, რომ სამი მთავარი სლაიდი გამოყონ:

• პრობლემის დეფინიცია;
• როგორ წყვეტთ ამ პრობლემას;
• ბაზრის ნაწილი – რამდენად დიდი ბაზარია და რა ხდება იქ.

სტარტაპის პრეზენტაციის წარდგენის ხელოვნება

სტარტაპის

,,დაივიწყეთ [რენე დეკარტის ფილოსოფიური გამონათქვამი] ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ’’ . მეწარმეებისთვის სამოქმედო ფრაზაა: „ვაკეთებ სტარტაპის პრეზენტაციას, მაშასადამე ვარსებობ’’, – წერს გაი კავასაკი თავის წიგნში ,,The Art of the Start 2.0’’.

უკვე აწყობილი პრეზენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით კი, კახა გელაშვილი და გეგა თოფაძე რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:

• პრეზენტაციისას აუცილებლად უნდა თქვათ, ვინ ხართ, რა პრობლემას ჭრით, და რამდენად დიდია აუდიტორია, რომელსაც ეს პრობლემა აქვს;
• ზოგადად ბევრ პრობლემაზე არ უნდა ილაპარაკოთ, მაქსიმუმ 3 პრობლემა დაასახელეთ და მხოლოდ ისინი, რომლებისთვისაც უშუალო გადაწყვეტებს ეძებთ;
• აუცილებლად ხაზგასმით აჩვენეთ მსმე
ნელს, რომ პრობლემა, რომელსაც წყვეტთ, ბევრ ადამიანს ეხება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post