fbpx

5 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ სტარტაპის შესახებ

5 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ სტარტაპის შესახებ

გაქვთ ისეთი იდეა, რომლითაც ფიქრობთ, რომ ბევრ რამეს შეცვლით? ან ოცნებობთ ბიზნესის დაწყებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე ამ იდეით? მაშინ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ სტარტაპზე მუშაობა.

სტარტაპი წამყვანი ბიზნეს მოდელია, რომელიც განაპირობებს ეკონომიკისა და ინოვაციების ზრდას. ყოველ წელს სხვადასხვა კატეგორიის სტარტაპ პროდუქტები და სერვისები იქმნება, რომლებიც კრეატიული და ამბიციური მეწარმეების შემოქმედებაა.

როდესაც საუბარია სტარტაპზე, როგორც წესი, ადამიანები ფიქრობენ სხვადასხვა წარმატების ისტორიაზე და ბიზნესის ინდექსის ზრდაზე. თუმცა, სინამდვილეში, ყველა მათგანი არ არის წარმატებული. სტარტაპ წარმატებისთვის კი, სასურველია, იცოდეთ ყველა ფაქტი. მაგალითად, სტატისტიკა, ტენდენციები, წარუმატებელი ბიზნეს იდეები და ა.შ. სტატიაც, სწორედ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებას ემსახურება, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ სტარტაპების მთელი ლანდშაფტი.

სანამ დეტალების შესწავლას დავიწყებთ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბიზნესმოდელი გლობალურად პოპულარული გახდა და მრავალი კომპანია ინტერნეტით მართავს თავის საქმეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ზოგადი, სტარტაპ სტატისტიკა კი გამოიყურება ასე:

• აშშ ლიდერობს სტარტაპების რაოდენობით (71153).

• მსოფლიოში სტარტაპების 7.1% ფუნქციონირებს Fintech (ფინანსური ტექნოლოგიების) ინდუსტრიაში.

• მსოფლიოში ყველაზე ღირებული კერძო სტარტაპი არის Bytedance ჩინეთიდან (75 მილიარდი დოლარი).

• სტარტაპ კომპანიების 69%-ზე მეტმა დაიწყო საოჯახო ბიზნესი.

• სტარტაპების მხოლოდ 40%-ს შეუძლია გახდეს მოგებიანი.

• კონკურენცია (19%) არის ყველაზე დიდი გამოწვევა ბიზნესის დაწყებისას.

• სტარტაპების 58%-ს ბიზნესის დაწყებისას 25000$-ზე ნაკლები აქვს ხელთ.

• მეწარმეების 60% ეთანხმება, რომ ხელოვნური ინტელექტი ამჟამად ყველაზე პერსპექტიული და ინოვაციური ტექნოლოგიაა.

1. სტარტაპების ინდექსი ინდუსტრიის მიხედვით მსოფლიოში

სტარტაპების 7.1% ფინტექ ინდუსტრიაში ოპერირებს, 6.8% ჯანდაცვაში, ხელოვნური ინტელექტი ფარავს 5.0%-ს, კომპიუტერული თამაშები 4.7%-ს, Adtech 3.3% -ს და Edtech 2.8%-ს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, ცხადია, რომ თანამედროვე სტარტაპები მიმართულნი არიან ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიებისკენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვნახოთ თუ, რომელი ინდუსტრიაა ტენდენციური სტარტაპებისთვის ამ მომენტში.

2. რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტი სტარტაპი?

აშშ ლიდერი ქვეყანაა სტარტაპების რაოდენობით (71153). მეორე ადგილზეა ინდოეთი, სულ რაღაც 13125 სტარტაპით, ხოლო მესამე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს 6220 სტარტაპით. მარტივად რომ ვთქვათ, შეერთებულ შტატებს თითქმის სამჯერ მეტი სტარტაპი ჰყავს, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ 9 ქვეყანას ერთად.

3. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული უნიქორნ კომპანია ByteDance-ის შეფასება 350 მლრდ დოლარზე მეტია

ByteDance არის ტექნიკური კომპანია ჩინეთიდან, რომელიც ფლობს Tiktok-ს. ამჟამად მსოფლიოში 600-ზე მეტი Unicorn კომპანიაა. უმრავლესობა მდებარეობს ჩინეთში ან შეერთებულ შტატებში. Unicorn კომპანიები არიან სტარტაპები, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარს ან მეტს შეადგენს. უნიქორნის კომპანიების უმეტესობა დღეს ჩართულია ინფორმაციის გლობალურად გაზიარების ეკონომიკაში, რითაც მათ შეუძლიათ თანხის სწრაფად მოგება.

4. Unicorn-ის კომპანიების ლოკალიზება

დაახლოებით 50% შეერთებულ შტატებში მდებარეობს მეორე ადგილი კი, მტკიცედ უჭირავს ჩინეთს – მსოფლიოს ყველა უნიქორნის კომპანიის 25%. მესამე და მეოთხე ადგილებზე 5 %-ით გამუდმებით მონაცვლეობენ ინდოეთი და ბრიტანეთი.

5. გლობალურად ელექტრონული კომერციის გაყიდვების ღირებულება დაახლოებით $3,5 ტრილიონია

ელექტრონული კომერცია არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდუსტრია სტარტაპებისთვის, რადგან სამომავლოდ კიდევ უფრო მზარდი იქნება მოგება ამ სფეროში. შემდეგი ინდუსტრია არის ფინტექი – ფინანსური ტექნოლოგია. ვინაიდან, ონლაინ ფინანსური სერვისების ბუმი წამოვიდა PSD2-ის დანერგვის შემდეგ.

სტარტაპების კიდევ ერთი ინტერესი არის კიბერუსაფრთხოება, რადგან კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ უსაფრთხოება მომავალში.

ასევე, პოპულარული მიმართულებაა FoodTech-ი, რომელიც აერთიანებს საკვებს და ტექნოლოგიას.

2018 წელს $16 მილიარდზე მეტი ინვესტიციით, EdTech ხდება კიდევ ერთი პოპულარული სტარტაპ ინდუსტრია, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვას მთელ მსოფლიოში.

რას ნიშნავს მეგობრული დამფუძნებელი? – აარონ ჰარისი

ბევრი VC საუბრობს დამფუძნებლების მეგობრობულ თვისებებზე. მე შევამჩნიე, რომ დამფუძნებლებს ხშირად არასწორად ესმით,

რუბრიკის წარმდგენია

Share this post