სტარტაპმა Imprint 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
ნიუ-იორკში დაფუნძნებულმა ფინტექ სტარტაპმა Imprint დაფინანსების A სერიაში 38 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.
ამ რაუნდში მონაწილეობას იღებდნენ Kleiner Perkins, Stripe, Thrive Capital, Affirm, Allen & Co., Late Show-ის წამყვანი ჯეიმს კორდენი, ლოიდ ბლენკფაინი და სხვები.
დღეს ყველა ბრენდს უწევს წარმოუდგენელი თანხების ხარჯვა გადახდის ოპერაციის დამუშავებისა და სრულყოფისთვის. თუმცა მათ გაღებულ ხარჯებსა და შრომას არ მოაქვს რეალური შედეგი, – განაცხადა Imprint-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა მერფიმ.
სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ
ფინტექ სტარტაპი Imprint 1 წლის წინ ნიუ-იორკში დაარსდა. კომპანიის მთავარი პროდუქტებია ბრენდირებული გადახდისა და ლოალობის სისტემები, რომლებიც მერჩანტებისა და მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
Imprint-ის ბარათები სადებეტოს მსგავსად მუშაობს, რადგან მომხმარებელს საკრედიტო შემოწმება ან წინასწარი პროცენტისა თუ საკომისიოს გადახდა არ უწევს. თანხის დახარჯვასთან ერთად კი, მისი ბალანსი დროთა განმავლობაში მცირდება.
ბოლო 15-20 წლის გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ერთერთი ყველაზე ღირებული გზა, რომლითაც კლიენტი გადახდებს ახოციელებდა, ბრენდირებული ბარათი იყო. ადრე ამ როლს საკრედიტო ბარათები ასრულებდა, მაგრამ ჩვენ ერთგვარად შევცვალეთ არსებული მოდელი. პროდუქტს აღარ ახასიათებს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული დისკომფორტი და ამასთანავე ბრენდებს მომხმარებლებთან ურთიერთობის რეალური გაღრმავების საშუალებას აძლევს, – აცხადებს მერფი.
Imprint 60-იდან 90%-ამდე ამცირებს გადახდების დამუშავების ღირებულებას მერჩანტებისთვის და დანაზოგის ლოიალობის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყენების საშუალებას აძლევს. ეს მიდგომა მუდმივ მომხმარებელთა ბაზის ზრდასა და მათ ხანგრძლივად შენარჩუნებას ემსახურება. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი კონკრეტული ბრენდის ბარათით იმავე კომპანიაში გადაიხდის, იგი ამ თანხის მინიმუმ – 5% დაიბრუნებს. ხოლო, სხვაგან შეძენისას, მას 1% დაუბრუნდება უკან.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Imprint-ის მთლიანი შემოსავალი დაარსებიდან დღემდე $53 მილიონამდე გაიზარდა. სტარტაპმა ასევე დაახლოებით $15 მილიონის დაფინანსება მოიპოვა seed ეტაპზე კომპანიებისგან Affirm და Thrive Capital.