სტარტაპ ბიურო, USAID-თან ერთად ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას ახალგაზრდებისთვის
სტარტაპ ბიურო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით (The USAID Agriculture Program), ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ სოფლის მეურნეობა, აგროინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები.
სტარტაპ ბიურო დაინტერესებულ პირებს/გუნდებს იწვევს ერთდღიან ინტენსიურ ბანაკში (bootcamp) მონაწილეობის მისაღებად. ბანაკებისათვის შერჩეულია სამი ლოკაცია.
ბანაკი ზუგდიდში – ბმული
ბანაკი ქუთაისში – ბმული
ბანაკი ბათუმში – ბმული
აქსელერაციის პროგრამა საშუალებას მოგცემს, მჭიდროდ იმუშაო გამოცდილ მენტორებთან და ტრენერებთან, განავითარო სოფლის მეორნეობასთან დაკავშირებული შენი ინოვაციური ბიზნეს იდეა და წარადგინო ის ჟიურის წინაშე.
გამარჯვების შემთხვევაში კი (გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი), მიიღებ ინვესტიციის შანსს იდეის განსახორციელებლად და ასევე, გაემგზავრები საბერძნეთში ინვესტორებთან, პარტნიორებთან და პოტენციურ კლიენტებთან შესახვედრად. იქ კი საშუალება გექნება, საკუთარი წამოწყება მსოფლიოს გააცნო!
Პროექტი ტარდება Future Agro Challenge-ის ფარგლებში. Future Agro Challenge საერთაშორისო პლატფორმა და შეჯიბრია, რომლის მიზანი სტარტაპების, ინოვატორების, აგროპრენერების, ფერმერების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.