fbpx

9 თებერვალს Startup Grind Tbilisi მორიგ შეხვედრას გამართავს

Startup Grind

9 თებერვალს Startup Grind Tbilisi მორიგ შეხვედრას გამართავს

9 თებერვალს Startup Grind Tbilisi მორიგი ღონისძიებით ბრუნდება მათთვის, ვისაც სურს, მეტი გაიგოს სტარტაპის მართვის შიდა სამზარეულოზე, უპირატესობებსა და სირთულეებზე.

Startup Grind-ის პანელის განსაკუთრებული სტუმარი Payze-ის თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია იქნება, რომელიც ქართული ფინტექ-კომპანიის განვითარების ეტაპებზე ისაუბრებს.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ და დასვან შეკითხვები Payze-ის ისეთ მიღწევებზე, როგორებიცაა:

საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება

ელექტრონული კომერციის ორი გიგანტის, Shopify-ისა და Wix.com-ის პარტნიორობა

მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორში, Y Combinator-ში მონაწილეობა

პანელური დისკუსიის შემდეგ ტრადიციული ნეთვორქინგი შედგება, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები საუბარსა და ხედვების გაზიარებას შეძლებენ.

ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი; მხარდამჭერები – ტერმინალი, მედიალაბი და მეღვინეობა ჩელთი.

ღონისძიება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა, შემდეგ ბმულზე გაიაროთ რეგისტრაცია.

Google-მა, შესაძლოა, მომავალ კვირაში ChatGPT-ს კონკურენტი გამოუშვას

როგორც ჩანს, Google ემზადება ChatGPT-ზე გასალაშქრებლად. კომპანიამ ცოტა ხნის წინ საძიებო და ხელოვნური ინტელექტის ღონისძიება დააანონსა სახელწოდებით „Google presents: Live from Paris“, რომელიც დაგეგმილია 8 თებერვალს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post