fbpx

და მაინც, რას აკეთებენ სტარტაპ აქსელერატორები

სტარტაპ აქსელერატორები

და მაინც, რას აკეთებენ სტარტაპ აქსელერატორები

ალბათ ამ მომენტისთვის უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში პირველი მსოფლიო მასშტაბის აქსელერატორი, 500 Startups გამოჩნდა და საქართველოს ბანკთან / საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ორ ეტაპიანი პროგრამის დასასრულთან საკმაოდ ახლოს არიან. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ უფრო მეტად ჩავძიებოდით, ზუსტად რას აკეთებენ სტარტაპ აქსელერატორები და როგორ განსხვავდებიან სხვა, სტარტაპის მხარდამჭერი პლატფორმების თუ ფორმატებისგან. ბანკმა კომუნიკაციაში ეს ამბავი, როგორც ყველაზე დიდი რამ, რაც საქართველოში სტარტაპების განვითარებისთვის მომხდარა, ისე შეფუთა. თავიდან, მეც საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ყველაფერს, თუმცა, პირველი batch-ის სტარტაპებმა 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს, რაც გასაოცარი შედეგია. რატომღაც, მეორე Batch-ზე ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი ისმის. თუმცა, ოდნავ სხვა თემაზე გადავედით და თუ ეს სიჩუმე ასე გაგრძელდა, ჩვენ თვითონ დავივლით მეორე batch-ის სტარტაპებს.

სტატიაში დავიხმარეთ Brookings Institution-ის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელი ანალიზის მიხედვით, სადავ კარგადაა ახსნილი თუ რას ნიშნავს სტარტაპ აქსელერატორი და რით განსხვავდება ის სხვა ინსტიტუტებისგან. აქ ასევე იხილავთ ამ პროგრამის ეფექტურობის მაჩვენებელ საუკეთესო მაგალითებს და მათ გავლენას აშშ-ს სხვადასხვა ორგანიზაციებზე.

აქსელერატორები მზარდ როლს თამაშობენ სტარტაპების საზოგადოებაში შეერთებული შტატების მასშტაბით და მის გარეთ. ადრეული წყაროები აჩვენებს მათ მზარდ პოტენციალს სტარტაპების შედეგების გაუმჯობესების პროცესში. თუმცა, ყველა პროგრამა არ არის ერთი და იმავე ხარისხის. ამაზე კი მათი შედეგები მეტყველებს.

რა არის სტარტაპ აქსელერატორი?

სტარტაპ აქსელერატორები მხარს უჭერენ დამწყებ, ზრდაზე ორიენტირებულ კომპანიებს სწავლაში, უწევენ მათ მენტორობას და ფინანსურ ნაწილშიც პარტნიორდებიან. სტარტაპი ხდება აქსელერატორის ნაწილი განსაზღვრული დროის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამა უზრუნველყოფს ახალბედა სტარტაპებისთვის ინტენსიური და შთამბეჭდავი განათლებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მიღებას მხოლოდ რამდენიმე თვეში.

4 ფაქტორი, რაც აქსელერატორებს აერთიანებს არის ის, რომ პროგრამები დროშია გაწერილი; ჯგუფებად აერთიანებენ მონაწილეებს; ჰყავთ მენტორები და ასრულებენ ე.წ. დემო დღით. არცერთ სხვა ზემოთ ნახსენებ ინსტიტუტს – ინკუბატორებს, angel ინვესტორებს ან ვენტურული კაპიტალის კომპანიებს (venture capitalists) – არ აქვს ეს ელემენტები. აქსელერატორები მათთან იზიარებენ მთავარ მიზანს – სტარტაპების დახმარებას, თუმცა ნათელია, რომ ისინი განსხვავდებიან ბიზნეს მოდელებითა და სტრუქტურებით.

თუმცა თავად სტარტაპ სექტორშიც კი იწვევენ ეს ინსტიტუტები დაბნეულობას.  შტატებში დაფუძნებული 700 კომპანიისგან, რომელიც „აქსელერატორებად“ ან „აქსელერატორ/ინკუბატორებად“ ითვლება, მხოლოდ მესამედი აერთიანებდა ამ ოთხ კრიტერიუმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი სამი „აქსელერატორი“-დან 2 ორი რეალურად არ გვთავაზობს სრულ პროგრამას.

აქსელერატორები შეერთებულ შტატებში

სილიკონის ველზე დაფუძნებულმა Y Combinator-მა პირველი აქსელერატორ-პროგრამა შეიმუშავა 2005 წელს, ბოსტონში. მას მოჰყვა TechStars, რომელიც შემდეგ წელს დაფუძნდა ბოლდერში, კოლორადოში. ეს ორი პროგრამა ვითარდებოდა წლების მანძილზე და მიჩნეულია მსოფლიოში პირველ აქსელერატორებად. საქართველოში არსებული 500 Startups, დიდი სამეულიდან ყველაზე გვიან შეიქმნა, თუმცა ბიზნეს მოდელის წყალობით, ყველაზე დიდიც მალევე გახდა.

სხვათაშორის, Techstars რამდენიმე ქართულ კომპანიას აქვს გამოვლილი, მათ შორის არის Optio.AI და Shelf.Network.

აქსელერატორების, ისევე როგორც თვითონ სტარტაპების, Angel ინვესტორებისა და venture ინვესტიციების, ზრდა დაიწყო 2008 წლიდან. 2008-2014 წლებში შტატებში დაფუძნებული აქსელერატორების რაოდენობა იზრდებოდა ყოველწლიურად საშუალოდ 50%-ით.

2005-2015 წლებში დაფუძნებულმა 172-მა აქსელერატორმა ჯამში მოახდინა 5,000 სტარტაპში ინვესტირება. მათ მიერ აქედან მიღებული შემოსავალი კი უდრიდა $19.5 მილიარდს.

სტარტაპები, რომლებმაც აქსელერატორების პროგრამის დახურვის შემდეგ მიიღეს დამატებითი ინვესტიცია,  აქსელერაციის დასაწყისში ფასდებოდნენ საშუალოდ $15.6 მილიონით, პროგრამის შემდეგ კი საშუალოდ $90 მილიონით. ასეთ სტარტაპების ჯგუფშია ე.წ “Unicorns” (მილიარდად შეფასებული სტარტაპები) კომპანიები, როგორებიცაა AirBnb, Dropbox, Stripe და სხვები.

აქსელერატორებზე საქართველოში გპირდებით, ძალიან მალე მოგიყვებით.

 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post