რატომ არის სტრატეგიული ეჯაილი ანტრეპრენერებისთვის აუცილებელი
დისციპლინა, მიზანმიმართულობა, მოტივაცია და კრეატულობა ძალიან მნიშვნელოვანია ანტრეპრენერის როლისთვის. ზოგის მოსაზრებით კი შეუცვლელი მახასიათებლების კრებულსაც კი წარმოადგენს. მაღალგანვითარებული ემოციური ინტელექტი სწორედ ის უნარია, რომელიც განსაზღვრავს ვის შეუძლია ბიზნესის წამოწყება და ვის მისი შენარჩუნება.
ერთი შეხედვით ეს მტკიცება ეწინააღმდეგება დამფუძნებლის ირგვლივ არსებულს სტერეოტიპს. ეს ხომ ისეთი ადამიანია ვისაც ძილისთვისაც კი არ აქვს დრო და როგორ შეძლებს მოახერხოს ადამიანების გრძნობებთან გამკლავებაც? პანდემიამ ნათლად გვაჩვენა რეალურად რა სახის ცოდნა უნდა ყოფილიყო უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი, რადგან ემოციების მართვის უნარის (როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების) გარეშე თქვენი სტარტაპი ნამდვილად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ემოციური ინტელექტის ცნება ადამიანებისთვის თანაგრძნობის კონცეპტს სცდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო სტრატეგიული ეჯაილი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა შესაძლებლობებისა და ალბათობების მოლოდინის შექმნას და მათი შესაბამისი გეგმების შემუშავებას.
ემოციური ინტელექტის (EQ) 4 კომპონენტი
სტრატეგიული ეჯაილის მისაღწევად, ნებისმიერ დამფუძნებელს სჭირდება ემოციური ინტელექტის გარკვეული დოზა. ამ მახასიათებლის უკეთ აღსაქმელად, მოვიშელიებთ ფსიქოლოგ დენიელ გოლემანის (Daniel Goleman) 4 კომპონენტიან მოდელს:
თვითაღქმა – ეს არის საკუთარი თავის ობიექტური ხედვის უნარი, რომელიც გეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ისევე როგორც ძირითადი ღირებულებები და გამოწვევები. თუ გაქვთ მაღალგანვითარებული თვითაქღმის უნარი, მარტივად უპასუხებთ მოცემულ კითხვებს:
– რა გამოგდით კარგად და რაში გჭირდებათ მეტი განვითარება?
– რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი?
– და რაც მთავარია, რას შეუძლია თქვენი რელსებიდან ამოგდება? ანუ რა არის ის ფაქტორი, რომელიც ლოგიკურის ნაცვლად ემოციურ ნაბიჯებს გადაგადგმევინებთ?
თვითკონტროლი – ეს არის კონცენტრაციის და პოზიტიური ხედვის შენარჩუნების უნარი კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც ადამიანს შეუძლია გვერდზე გადადოს ემოციები და არ მისცეს მათ საკუთარი ქმედების მართვის შესაძლებლობა. თუ თვითკონტროლი კარგად გაქვთ განვითარებული, ყოველთვის მშვიდი და ფოკუსირებული ხართ ზეწოლის ნებისმიერი დონის მიუხედავად, ასევე მუდმივად მუშაობთ პროგრესის მისაღწევად.
სოციალური ცნობიერება – ეს უნარი მოიცავს ემპათიას, სხვების ემოციების გაგებისა და გაზიარების შესაძლებლობას. განვითარების მაღალ დონეზე, ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ადამიანებს შორის ზოგადი ემოციური მდგომარეობის და ცვლილების დინამიკის სწრაფად აღქმა, ფაქტობრივად უადვილდება სიტუაციის ამოცნობა სოციალურ სივრცეებში.
სოციალური უნარები – ეს ჯგუფი აერთიანებს სოციალური კავშირების ქსელის შექმნის უნარს, ნდობის მოპოვების (რაპორტის დამყარების) შესაძლებლობას და მის გაძლიერების უნარს, უკუკავშირის გაცემასა და მიღებას. თუმცა მხოლოდ ამ კომპონენტებით არ შემოიფარგლება მოცემული კომპონენტი. აქვე მოიზარება ურთიერთობის მართვის უნარიც, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანების გადმოსახედიდან სიტუაციის აღქმის შესაძლებლობას და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით საკუთარი მოსაზღების ფორმირებას, ისევე როგორც სხვებზე გავლენის მოხდენასა და შთამაგონებელი ლიდერის როლის მორგებას.
კვლევები მოწმობენ რომ EQ შესაძლოა ორმაგად მნიშნელოვანი იყოს IQ-სთან შედარებით, როდესაც საქმე ბიზნესის წარმატებას ეხება და ამის მიზეზის გაგება უკვე საკმაოდ მარტივია. მაღალგანვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს არამხოლოდ უადვილდებათ სხვების გაგება, არამედ შეუძლიათ ეს გონებრივი მოქნილობა საკუთარ ბიზნესშიც გამოიყენონ.
განსაზღვრეთ მიზნის მიმართულება
ქცევის ანალიტიკოსი, ქერი გოიეთის (Kerry Goyette) მიხედვით, სტრატეგიული ეჯაილი ფუნდამეტურად დაკავშირებულია მუდმივი ადაპტაციის, პროგრესის, ახლებური და მოულოდნელი მეთოდებით განვითარების უნარებთან. ანუ იმ მახასიათებლებთან, რომლებიც სოციალური სიტუაციების ამოცნობისთვის არის საჭირო. ამიტომაც სტრატეგიულად მოქნილი დამფუძნებლები ადვილად აღიქვამენ საკუთარი ინდუსტრიის ტენდენციებს და იმას თუ რა პოზიციას იკავებს მათი ბიზნესი ზოგად სურათში.
მხოლოდ ბაზრის აღქმის უნარი თავისთავად საკმარისი არ არის, თუმცა მაშინაც კი თუ სიტუაცია სავსეა გაურკვევლობებით, აუცილებელია ამ მდგომარეობიდან სწავლა და არა მისგან გაქცევა. როგორც გოიეთი წერს: „თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები ქაოსიდან, თუ მომავლის შესახებ „თუ-მაშინ“ ტიპის მოსალოდნელ სცენარებს შექმნით და დაიწყებთ ნიმუშების ძიებას.“ მაგალითად, რა მოხდება თუ მომდევნო ტოტალური კარანტინი დაიწყება წლის ბოლოს, როდესაც თქვენი ბიზნესი ყველაზე დატვირთულია? ეს ნამდვილად არავის უნდა, თუმცა რომ მოხდეს ასეთი რამ, შეძლებთ საკუთარი პრიორიტეტების გადალაგებას და მიზნისკენ სვლის გაგრძელებას? გოიეთი ხაზს უსვამს, იმას რომ ასეთ სიტუაციებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იცოდეთ რა ეტაპზეა თქვენი სტარტაპი და რა მიმართულება აქვს აღებული, ასევე მკაფიოდ გქონდეთ განსაზღვრული თქვენი მოკლე და გრძელვადიანი მიზნები.
სტრატეგიულ ეჯაილს აქვს გაზომვადი შედეგები, რაც პანდემიის დროს არსებული მრავალი შემთხვევის შესწავლის შედეგადაც დადასტურდა. McKinsey & Company-ის კვლევამ დაასაბუთა, რომ მოცემული მიდგომის კომპანიებმა COVID-19-ის პირობებში ბევრად უფრო მაღალი შედეგები აჩვენეს ვიდრე მათ ვინც სტრატეგიულ ეჯაილს არ იყენებს. კვლევის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც რომ ტემპის ზრდა დროებითი არ იქნება, მასიური გაციფრულების, გლობალიზაციის, ავტომატიზაციისა და ანალიტიკის გარდა სხვა საკითხებშიც გახდება აქსელერაცია აუცილებელი. პანდემიის გავლენა შესაძლოა შემცირდეს თუმცა ეჯაილ მიდგომა უკვე სტარტაპების უცვლელი ნაწილი გახდა.
ემოციური ინტელექტი და სტრატეგიული ეჯაილი
ანტრეპრენერების არასტაბილურობას და მუდმივ დაძაბულობას, რა თქმა უნდა აქვს მიზეზი, სტარტაპის წამოწყება ხომ ძალიან სტრესულია. თუმცა, მაღალგანვითარებული ემოციური ინტელექტი ამსუბუქებს იმ უკიდურესობებს, რომლების წინაშეც დადგებით ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სახლიდან მომუშავე მთელი დეპარტამენტების მართვა თუ საკუთარი პროდუქტის ხელახალი ანალიზი ცვალებად სამყაროსთან მოსარგებად.
მაღალგანვითარებული ემოციური ინტელექტის ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანებს მოუნდებათ თქვენთან მუშაობა. არ აქვს მნიშვნელობა ვაკანტური პოზიციისთვის კანდიდატებს აფასებთ, თუ მუდმივი კლიენტების ბაზას ინარჩუნებთ, ყველას უნდა ისეთი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, რომელიც მათ საჭიროებებზე ზსრუნავს. როდესაც თქვენი გუნდების მიმართ ემპათიას იჩენთ, უკეთ ეცნობით რა ეტაპზეა თითოული მათგანი და შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ მართვის მექანიზმი.
გოიეთი ამბობს, რომ კოლექტიური მიზანდასახულობა ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას უწყობს ხელს. ლიდერები და კონკრეტული თანამშრომლები, ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტის მაჩვენებელი აქვს, საკუთარ გუნდს აღიქვამს აქტივად. ვისაც ეს უნარი ასეთი განვითარებული არ აქვს, ხშირად საკუთარ გუნდს რისკად აღიქვამს რესურსების და ინფორმაციული მენეჯმენტის თვალსაზრისით. ასეთი დამოკიდებულება კი ხელს უწყობს დაყოფას, ინფორმაციული ვაკუუმის და წინაღობების ფორმირებას.
ემოციურ ინტელექტში სხვა ადამიანების თანაგრძნობასა და გაგებასთან ერთად, ძალიან დიდი ადგილი თვითაღქმასა და კონტროლს უჭირავს. ანტრეპრენერისთვის, საკუთარი ემოციების მართვის უნარი კრიტიკულად მნიშნელოვანია, რადგან გვსმენია არაერთი შემზარავი ისტორია, როდესაც სტრესისა და ზეწოლის გავლენით დამფუძნებლები კარგავდნენ კონტროლს მათთვისვე ძალიან საზიანო ფორმით. ყველაზე მსუბუქ შემთხვევებში სიტუაცია უბრალოდ სამარცხვინო იყო, უფრო უარეს ვერსიებში კი ზოგი ადამიანის კარიერის დასასრულის მიზეზი ხდებოდა.
კიდევ ერთი განსახილველი საკითხი არის რისკი და მასთან დამოკიდებულება. ანტრეპრენერები უფრო მეტად არიან ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიდრეკილი, ვიდრე რიგითი ადამიანები. რისკი ყოველთვის სწორად უნდა შეაფასოთ. სტარტაპს დაუფიქრებლად არავინ ეკიდება, ზოგი დამფუძნებელი პროექტს სულაც მხოლოდ თავისუფალ დროს დამუშავებული მცირე იდეებიდან იწყებს სრულგანაკვეთიანი სამსახურის პარალელურად. სტარტაპად კი მხოლოდ მაშინ აყალიბებს, როდესაც იდეა დახვეწილია და წარმატების მიღწევის თავდაჯერებულობა იმატებს. საკუთარი ემოციების კარგი ანალიზი დაგეხმარებათ რომ თავიდან აირიდოთ ნაჩქარევი ან უსაფუძვლო გადაწყვეტილებები და ცივი გონებით კონცენტრირდეთ სწორ მიმართულებაზე.
ემოციური ინტელექტის დახმარებით გაგიადვილდებათ სტარტაპ ცხოვრების განუყოფელი ნაწილების მართვა. მოულოდნელობებით, იმდეგაცრუებით და სხვა სიურპრიზებით სავსე სიტუაციებში ფოკუსირდებით გამოსავლის ძიებაზე, შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხი არ ჩაგითრევთ.
სტრატეგიული ეჯაილი ნიშნავს მომავლის მაქსიმალურ წვდომას შესაძლებლობის ფარგლებში. რაც არ უნდა საშიშად ჟღერდეს საკუთარი ბიზნეს მოდელის ხელახალი შეფასების იდეა, ასე მოქცევა წინსვლაში ნამდვილად დაგეხმარებათ, იმის მიუხედავად თუ რას გიმზადებთ მომავალი.