fbpx

5 Team Building აქტივობა სტარტაპებისთვის

თიმბილდინგი

5 Team Building აქტივობა სტარტაპებისთვის

სტარტაპის მართვა გამოწვევებითაა სავსე; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ საქმეს მხოლოდ ერთი ადამიანი ასრულებს. მას განსხვავებული უნარების შეთავსება სჭირდება იმ მრავალი მიმართულებისთვის, რომლებიც სტარტაპის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. რა თქმა უნდა, თქვენი სტარტაპისთვის პროფესიონალების დაქირავებაც შეგიძლიათ, თუმცა პროდუქტიულობასა და თქვენი იდეების წარმატებას თითოეული მათგანის არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური შრომა  განსაზღვრავს.

გუნდი, რომელიც ერთობლივი მუშაობის პრინციპს იზიარებს, წარმატებასაც გუნდურად აღწევს

ეს სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად. ნებისმიერ ადამიანს აქვს განსხვავებული აზრის ქონის უფლება და სწორედ ეს ფაქტორი ართულებს ისეთი გუნდის შექმნას, რომელსაც საერთო ხედვა და ჟინი ამოძრავებს.

სტარტაპის გუნდის ჩამოსაყალიბებლად შესაბამისი ძალისხმევის გაღება როგორც შიდაორგანიზაციულ დონეზე, ასევე მის მიღმაც არის საჭირო. შესაბამისად, კორპორაციული სექტორი სულ უფრო მეტ დროსა და ენერგიას უთმობს Team building უნარების განვითარებას.

შეკრული გუნდი წარმატების ერთერთი მთავარი ფაქტორია, ამიტომაც, გთავაზობთ 5 Team building აქტივობას, რომლებიც ყველა სტარტაპს სჭირდება.

Escape Room

ეს ძალიან პოპულარული აქტივობაა ბიზნესივენთების სამყაროში და ის გუნდის წევრებს მუშაობის სახალისო გზების აღმოჩენაში ეხმარება.

გუნდში ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად Team Building ოთახების გამოყოფა მრავალ ორგანიზაციაში მიღებულ პრაქტიკად არის ქცეული. ამის მთავარი მიზანი კი არის ისეთი სივრცეების შექმნა, რომლებშიც ნებისმიერ დასაქმებულს თავისუფლად შეეძლება საკუთარი იდეების პრეზენტაცია. ეს მიდგომა გუნდის თითოეულ წევრს რჩევების მიღების, იდეების სხვებთან შეჯერებისა და გამოსავლის ერთობლივი ძალებით პოვნის საშუალებას აძლევს.

Trivia ვიქტორინა ოფისისთვის

საოფისე ვიქტორინები კოლეგებთან დაახლოების გავრცელებული ფორმაა კორპორაციულ კულტურაში. კონკრეტულად ეს თამაში კი მოიცავს სამუშაო სივრცის შესახებ სახალისო შეკითხვებს თანამშრომლებისთვის.

Trivia შესანიშნავი მეთოდია გუნდში ჩართულობის, დებატებისა თუ საუბრების სტიმულირებისთვისა და დადებითი ემოციების გაზიარებისთვის. ყველაზე ხშირად კი ამ აქტივობას ოფისში ახალი თანამშრომლის წარდგენისას იყენებენ.

ოფისის მოგონებების კედელი

მოგონებების კედელი არის კიდევ ერთი მხიარული აქტივობა, რომლის დროსაც თანამშრომლები ოფისში გადამხდარ განსაკუთრებულ მოვლენებს იხსენებენ და ერთმანეთს უზიარებენ.

ისინი კედელზე მიმაგრებულ ბარათებს შორის რომელიმეს ირჩევენ და წარწერის მიღმა მდგომ ისტორიას ჰყვებიან. ეს შეიძლება იყოს პირველ დღე ოფისში, წვეულებები, პროექტში გამარჯვების დღე და ა.შ.

მინი დეპარტამენტთაშორისი სამიტები/კონფერენციები

ეს შეხვედრები საერთო პროექტის მიზნის მისაღწევად გუნდური მუშაობის მობილიზებას ემსახურება. ამ აქტივობის პოზიტიური შედეგები კი მხოლოდ მაშინ ორმაგდება, როდესაც გუნდის თითოეული წევრი საკუთარ აზრს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოხატავს. მინიკონფერენციები ერთობლივად მუშაობისა და რეკრეაციის იდეალური ნაზავია.

გუნდური ვახშმები

კვების აქტივობას ვერაფრით ჩაანაცვლებთ, რადგან ხშირად თავად საკვები ხდება კავშირის დამყარების ერთერთი კომპონენტი. არ აქვს მნიშვნელობა ეს რესტორანში შეკრება იქნება თუ კომპანიაში, საკვების გაზიარების პროცესში ნებისმიერი თემის განხილვის წამოწყება შეიძლება. გუნდური ვახშმებიც სწორედ კერძებისა და იდეების მიმოცვლის კონცეფციაზეა აგებული, რაც ადამიანებთან ინტერაქციის მარტივ გზას წარმოადგენს.

გარდა ამ ვერსიებისა, თითოეული სტარტაპი თავადაც პოულობს ან ქმნის საკუთარი სტილის ახალ აქტივობებს (ივენთებს, შეხვედრებსა და ა.შ.), რათა თანამშრომლებს თავისუფალი სამუშაო სივრცე შეუქმნას.

Team Building აქტივობები და გუნდური თამაშები იდეალური მეთოდებია კოლექტივში საერთო სამუშაო ჟინისა და ხედვის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც, გაითვალისწინეთ მოცემული ვერსიები და შექმენით წარმატებული გუნდი თქვენი სტარტაპისთვის.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post