fbpx

ქართული სტარტაპი Theneo მეტავერსში კონფერენციაზე წარდგება

Theneo

ქართული სტარტაპი Theneo მეტავერსში კონფერენციაზე წარდგება

ხვალ, 23 ივნისს ქართული სტარტაპი Theneo მეტავერსში, ვირტუალურ კონფერენციაზე წარდგება. სტარტაპის დამფუძნებლებმა სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს მოსაწვევი, რომლითაც ღონისძიების ორგანიზატორები მათ, როგორც YC-ის ერთ-ერთ წარმატებულ სტარტაპერებს, მონაწილეობას სთავაზობდნენ.

,,ამ ტიპის გამოცდილება ჯერ არ გვქონია, ჩვენთვის კი ყველანაირი სიახლე საინტერესო და სასურველია. აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობენ ისეთი გიგანტი კომპანიებიც, როგორებიცაა Amazon და Oracle, მათთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობის მიღება კი, საინტერესო გამოცდილება იქნება. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, დიდხანს არ გვიფიქრია, თუ რას ვუპასუხებდით ორგანიზატორების შემოთავაზებას’’, – აღნიშნავს Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე.

theneo

როგორც იგი დასძენს, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება სტარტაპის შესახებ მეტი ადამიანის ინფორმირების შესაძლებლობაა.

,,კონფერენციაზე წარვარდგენთ სტარტაპს, მის ძირითად ღირსებებსა და იმ ფუნქციებს, რომლებიც მას სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ Theneo-ს შესახებ ხმა მეტ ადამიანს, პოტენციურ მომხმარებელსა და ინვესტორს მივაწვდინოთ, რაც სტარტაპის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. იმედი გვაქვს, რომ კონფერენციის დასრულების შემდეგ, Theneo-ს მიმართ ინტერესი და ჩვენი მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება’’, – ამბობს ანა.

ქართული სტარტაპები: Theneo

theneo-mvp.ge

Theneo – ასე ჰქვია ქართულ სტარტაპს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ანა რობაქიძემ და მარია დოლიაშვილმა დააფუძნეს და რომლის მისიაც API დოკუმენტაციის გამარტივებაა. როგორ გადაწყდა სტარტაპის შექმნის ამბავი და როგორ განვითარდა მისი გზა Y Combinator-ამდე?

იგი აღნიშნავს, რომ მეტავერსის სივრცეში სტარტაპის პორტფელში არსებული კომპანიებიდან რამდენიმე აქტიურადაა ჩართული.

,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პორტფელში არსებული კომპანიებიდან რამდენიმე აქტიურადაა ჩართული Web3-ის ინოვაციასა და მეტავერსის სივრცეში. ვამაყობ, რომ Theneo ამ ტიპის ინოვაციების ერთ-ერთი ადრეული  მონაწილეა’’, – დასძენს ანა.

ცნობისთვის, Theneo-ს მთავარი მისია API დოკუმენტაციის შექმნის პროცესის იმგვარად გამარტივებაა, რომ მისი აწყობა და რედაქტირება გუნდის ნებისმიერმა არატექნიკურმა წევრმაც შეძლოს. სტარტაპის ბეტა ვერსია არც ისე დიდი ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში ჩაეშვა და აპლიკაციით უკვე 1500-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post