Theneo TechCrunch Disrupt-ის ფესტივალზე მიიწვიეს
TechCrunch Disrupt არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც სან ფრანცისკოში იმართება TechCrunch-ის ორგანიზატორობით. რაც შეეხება Startup Battlefield-ს, ეს არის ფესტივალის მთავარი მოვლენა, რომლის დროსაც ჟიურის მიერ შერჩეული 200 ყველაზე პერსპექტიული სტარტაპი წარადგენს საკუთარ პროდუქტს და ერთმანეთს ეჯიბრება გამარჯვებისთვის.
“ყველას, ვინც ტექნოლოგიური სფეროთია დაინტერესებული, ესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა და მასშტაბურობა, მეც წლების განმავლობაში თვალყურს ვადევნებდი Startup Battlefield-ს და ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე, Theneo-ს მთელი გუნდი ძალიან ბედნიერია, რომ პერსპექტიულ 200 სტარტაპს შორის მოვხვდით და შანსი გვეძლევა, რომ პროდუქტი უამრავი საერთაშორისო ინვესტორისა და პოტენციური მომხმარებლის წინაშე წარვადგინოთ. Startup Battlefield-ში მონაწილეობას Startup World Cup-ის ფინალური ეტაპიდან რამდენიმე დღეში ვიღებთ, მოგეხსენებათ, Startup World Cup-ის ფინალური ეტაპიც სან ფრანცისკოში ტარდება, შესაბამისად, ეს ეიფორიული მუხტი დიდხანს გაგვყვება და იმედი გვაქვს, რომ Theneo-ს ორივე ღონისძიებაში წარმატებულად წარვადგენთ. TechCrunch Disrupt-ის შემდეგ ჩვენი გუნდი ლისაბონში მიემგზავრება WebSummit 2022-ზე დასასწრებად, ასე რომ, შეიძლება ითქვას, მთელს გუნდს ძალიან დატვირთული ოქტომბერი ელის,” – Theneo-ს თანადამფუძნებელი, ანუკი რობაქიძე.
აქვე გეტყვით, რომ Theneo ცოტა ხნის წინ ეროვნული კონკურსის, Startup World Cup-ის გამარჯვებული გახდა. სექტემბრის ბოლოს, Theneo-ს წარმომადგენლები სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან და მთავარი პრიზის, ანუ 1,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციის მოსაპოვებლად მსოფლიოს სხვა სტარტაპებს შეეჯიბრებიან.