fbpx

სტარტაპმა Thirdweb $5 მლნ დაფინანსება მოიპოვა

thirdweb

სტარტაპმა Thirdweb $5 მლნ დაფინანსება მოიპოვა

პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპმა Thirdweb 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების რაუნდში ბიზნესლიდერები, ანტრეპრენერები და კონტენტ კრეატორების ჯგუფი მონაწილეობდა. მათ შემადგენლობაში იყვნენ გარი ვაინერჩუკი და მარკ კუბანიც.

სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ

კომპანია სტივენ ბარტლეტმა და ფარქან რაიდენმა დააფუძნეს.

ჩვენ ვიცოდით, რომ ამ სივრცეში ადამიანებს პროდუქტების შექმნა სურდათ, რისთვისაც ხელსაწყო სჭირდებოდათ. მუშაობა იდეებით დავიწყეთ, ერთი წლის განმავლობაში Thirdweb შევქმენით და ახლა ასობით მომხმარებელი გვყავს, – ამბობს ფარქან რაიდენი.

კომპანიამ სამი თვის წინ დეველოპერებისთვის უფასო ინსტრუმენტები გამოუშვა. მათი დახმარებით, ყოველგვარი კოდის დაწერის გარეშე, მომხმარებლებს web3 პროექტების შექმნა, ჩაშვება და მართვა შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ პროექტებს დაამატონ NFT, NFT loot box, NFT drop, სხვადასხვა ტოკენი და უკანასკნელის შესაძენად ან გასაყიდად ბაზრები.

Thirdweb-მა ახლახან მე-500 უნიკალურ პროექტს მიაღწია, რომელიც მისი ინსტრუმენტებითაა შექმნილი.

სამომავლო გეგმები

კაპიტალს Thirdweb ტექნიკური და სტარტაპის ზრდაზე ფოკუსირებული გუნდების გაფართოებისთვის გამოიყენებს. ამის გარდა, იზრუნებს მარკეტინგსა და ვიდეოებზე, რომლებითაც მომხმარებლებს ინსტრუმენტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

პროდუქტი უფასო იქნება მანამ, სანამ გამოშვებული NFT-ების გაყიდვებში ჰონორარი და საკომისიო გადასახადი შევა. ამის შემდეგ კომპანია მეორეული გაყიდვების ჰონორარიდან 5%-ს აიღებს.

Thirdweb-ის მიზანია მიაღწიოს 1000-ზე მეტ დეველოპერს, გუნდსა თუ კომპანიას, რომლებიც მის ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. დამფუძნებლების თქმით, არსებული მდგომარეობით, სურვილი რეალობასთან ახლოსაა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post