fbpx

TikTok ახალ ფუნქციას ტესტავს

TikTok

TikTok ახალ ფუნქციას ტესტავს

TikTok ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ნახონ, თუ რომელმა მიმდევრებმა დაათვალიერეს მათი ვიდეოები. მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც თვალს ადევნებთ, შეძლებენ დაინახონ, რომ თქვენ მათ პოსტებს ნახულობთ. TikTok-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ახალი ფუნქცია არ არის ამჟამად ფართოდ ხელმისაწვდომი და ის შეზღუდული ტესტირების ნაწილია შერჩეულ მომხმარებლებთან.

ეს ფუნქცია პირველად სოციალური მედიის კონსულტანტმა მეტ ნავარამ შენიშნა. როგორც აღმოჩნდა, TikTok ახალ ფუნქციას იხსენიებს, როგორც “პოსტების ნახვის ისტორიას” (Post view history). ამასთანავე, ფუნქცია საშუალებას იძლევა, ნებისმიერ დროს გამორთოთ ის პარამეტრების მენიუდან. გარდა ამისა, როგორც ჩანს, პოსტის ნახვის ისტორია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში ვიდეოს გამოქვეყნების დღიდან.

როგორც ნებისმიერი სხვა სატესტო მახასიათებლის შემთხვევაში, უცნობია, როდის ან საერთოდ გეგმავს თუ არა TikTok ამ ფუნქციის უფრო ფართოდ გავრცელებას.

მომხმარებლებს TikTok-ზე გატარებული დროის გაკონტროლება შეეძლებათ

დროის

TikTok-ის მომხმარებლებს სულ მალე მათ მიერ აპლიკაციაში გატარებული დროის უფრო მეტად გაკონტროლება და ამავდროულად მისი აღრიცხვა შეეძლებათ. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული დანიშნულებების მქონე ორი ახალი ხელსაწყო ხელმისაწვდომი მომდევნო კვირებში გახდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე კარგა ხანია, შესაძლებელია TikTok-ზე ნახოთ, თუ ვინ დაათვალიერა თქვენი პროფილი. ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც 5000-ზე ნაკლები მიმდევარი ჰყავთ. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მხოლოდ ბოლო 30 დღის განმავლობაში შემოსული ვიზიტორების ნახვის შესაძლებლობა გაქვთ.

რაც შეეხება ახალ ფუნქციას, ის შეიძლება იყოს სასარგებლო მათთვის, ვისაც სურს, თვალყური ადევნოს, თუ ვინ ნახულობს მათ კონტენტს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს არასასიამოვნო იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ ნახვის ისტორია თავისთვის შეინახონ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post