fbpx

TikTok-ის კონტენტის გაზიარება უკვე FB-სა და Instagram-ზე შესაძლებელია

TikTok

TikTok-ის კონტენტის გაზიარება უკვე FB-სა და Instagram-ზე შესაძლებელია

Facebook და Instagram უკვე აქტიურად ცდილობენ, შექმნან TikTok-ის მსგავსი კონტენტი (Reels-ები) საკუთარ აპლიკაციებში, მაგრამ ტიკტოკის ახალი ფუნქციით, რომელიც სულ ახლახან ჩაეშვა, უკვე შესაძლებელი იქნება ტიკტოკის სთორების გადაზიარება Meta-ს პლატფორმებზე.

ფუნქცია, რომელიც პირველად პროდუქტის დაზვერვის ფირმამ Watchful.ai-მ აღმოაჩინა, წარმოგიდგენთ გაზიარების ახალ ინტერფეისს ტიკტოკ სთორებისთვის. ადრე მომხმარებლებს შეეძლოთ გაეზიარებინათ თავიანთი ტიკტოკ სთორები უშუალოდ ტიკტოკის მეგობრებთან, რომელიც სამპუნქტიან მენიუზე სასურველი ღილაკის არჩევით ხორციელდებოდა. იგივე ინტერფეისი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეინახონ ვიდეოები საკუთარ მოწყობილობაში, წაშალონ იგი ან შეცვალონ მისი კონფიდენციალურობის პარამეტრები.

YouTube არხების მაღაზიას ხსნის

youtube

YouTube-მა შესაძლოა, ონლაინ არხების მაღაზია გახსნას სტრიმინგის სერვისებისთვის, რომელიც იუთუბ აპლიკაციაშივე განთავსდება. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, მაღაზია პირდაპირ კონკურენციას უწევს

ახლა, გაზიარების ახალი ფუნქციით, ამ მენიუში ჩნდება პოპულარული სოციალური აპლიკაციების ჩამონათვალი, სადაც კონტენტის გაზიარება უკვე შესაძლებელია და ასევე ვიდეოს ბმულის კოპირების ვარიანტიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გაზიარების ფუნქცია ეხება მხოლოდ TikTok სთორების გაზიარებას და არა – TikTok-ის ვიდეოებს. სთორები შეიძლება, შედგებოდეს სტატიკური სურათებისგან ან ვიდეოებისგან, ისევე, როგორც სხვა სოციალურ პლატფორმებზე.

აქვე გეტყვით, რომ ფუნქცია ნელ-ნელა გავრცელდება ტიკტოკის მომხმარებლებში, ასე რომ, თქვენ შეიძლება ჯერ ვერ იხილოთ ეს ფუნქცია თქვენს აპში.

ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ტიკტოკის კონტენტს კიდევ უფრო გაუზარდოს ნახვების მოცულობა Meta-ს პლატფორმებზე. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ Meta აუცილებლად ეცდება, საკუთარ პლატფორმებზე შექმნილ ორიგინალურ კონტენტს გარკვეული პრიორიტეტი მიანიჭოს და TikTok-ის კონტენტი დააქვეითოს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post