TikTok-ი მომხმარებლების მოსაზიდად ბიზნეს სექტორში
სტატიაში წაიკითხავთ რჩევებს გავლენიანი ინფლუენსერებისგან თუ, როგორ დავაინტერესოთ მილენიანელები და ასევე შემდეგი თაობა Tiktok რეკლამებით, რათა დავეხმაროთ მცირე ბიზნესებს.
TikTok -ის აპლიკაციის საშოპინგო ინსტრუმენტების გამოშვების შემდეგ, American Express-მა დაიწყო თანამშრომლობა გავლენიან ადამიანებთან სწორედ ამ მიზნით. Amex #ShopSmall აქსელერატორი არის ახალი კონტენტ ჰაბი, სადაც TikTok -ის შემქმნელები მათ შორის სოფია ბელა_ 4,3 მილიონი მიმდევარით, ანა სიტარი 12,1 მილიონი ფოლოვერით და ბრენდონ ბლექვუდი 61,500 მიმდევარით გვაწვდიან სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ გააუმჯობესოთ ბიზნესი აღნიშნული პლატფორმით.
Shops Small აქსელერატორი შექმნილია ბრენდებისთვის, რომლებიც ახალია ონლაინ სივრცეში. ის გვთავაზობს საექსპერტო რჩევებს TikTok-ის გლობალური საძიებო სისტემის შესაძლებლობებსა და ალგორითმზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
”ზუსტი გამოცდილება აყალიბებს ნდობას, აღძრავს ინტერესს და ზრდის გაყიდვებს”_ამბობს სიტარი ვიდეო რგოლში და ასევე ერთ რიტორიკულ კითხვას სვამს: “პროდუქტის არჩევისას წერილობით მიმოხილვას ეძებთ ვებსაიტებზე თუ თქვენს საყვარელ ადამიანს ენდობით რომ გირჩიოთ?” ალბათ, ამ კითხვაზე სტატიის დასრულების შემდეგ უკეთ უპასუხებთ..
ბიზნეს აქსელერატორები ასევე საუბრობენ კონტენტის შექმნის საუკეთესო პრაქტიკაზე, ძიების ოპტიმიზაციაზე, მომხმარებლებთან ურთიერთობაზე და პროდუქტების დემო ვერსიებზე. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებლად ფოკუსირება უნდა გაკეთდეს პროდუქტების უნიკალურ მახასიათებლებსა და ავთენტურობაზე და რაც მთავარია, მათ უნდა შეინარჩუნონ ხელმისაწვდომობა ბაზარზე.
„უფრო და უფრო მეტი ამერიკული მცირე ბიზნესი მიმართავს TikTok-ს, რათა მათ სამყაროში სახალისო, ავთენტური გზით შეგვიყვანოს და შედეგად გაზარდონ კლიენტების რიცხვი. საბოლოოდ კი ამით გააფართოვებენ ბიზნესს“_თქვა სოფია ჰერნანდესმა, საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელმა.
TikTok -ის გავლენა უდავოა, რადგან მომხმარებლების 44% ამბობს, რომ რასაც პლატფორმაზე აღმოაჩენენ, თვითონაც მიდიან ახალი ნივთების შესაძენად.
TikTok -ის გაშვების დღიდან და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, მოკლე ფორმატის ვიდეო შესაძლებლობები სიკეთე იყო ბრენდებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებდნენ ახალ გზებს სამიზნე აუდიტორიასთან მოსახვედრად. მნიშვნელოვანია ის, რომ ბევრმა ბიზნესმა მოახერხა TikTok-ით გაფართოება და მომხმარებლების მოზიდვა.
ვთანხმდებით იმაზე, რომ ციფრული ტრანსფორმაციების ეპოქაში ციფრული მარკეტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, მაგრამ American Express-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ TikTok-ით პოტენციურ მყიდველზე გასვლა უფრო რეალურია ახალგაზრდა მყიდველებზე, როგორც მთავარ დემოგრაფიულ აქტორებზე.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულ მცირე ბიზნესის მფლობელთა 63%-მა განაცხადა, რომ მათ სურთ გაიზარდონ მომხმარებელთა რიცხვი მილენიანელებიდან და ასევე Gen Z თაობიდან (თაობა, რომელიც დაიბადა 1997-2012 წლის პერიოდში, მილენიანელების შემდეგ).
„ჩვენმა Shop Small Impact Study-მა დაადგინა, რომ ახალგაზრდა თაობის მომხმარებელთა 67%-ი ყიდულობს პროდუქტებს სწორედ, იმ ბიზნესიდან, რომელიც ნაჩვენება მათ For You განყოფილებაში“ – თქვა ელიზაბეტ რუტლეჯმა, American Express-ის მარკეტერმა.
ფაქტია, TikTok -ს დიდი ხანია აქვს უკვე თავისი როლი და გავლენა ბიზნესებისთვის. თუმცა, ამ პლატფორმით უკეთესი შედეგებისთვის ახალგაზრდა თაობის მოზიდვა ბევრად რეალისტურია.