fbpx

TikTok-ის კომენტარებს Unlike ფუნქცია ემატებათ

TikTok-ის კომენტარებს Unlike ფუნქცია ემატებათ

“TikTok-ის ახალი ფუნქციით, მომხმარებლებს საშუალებას ექნებათ, კომენტარებს Unlike გაუკეთონ” – განაცხადა კომპანიამ დღეს.

ღილაკი გამოჩნდება ცალკეულ კომენტარებზე, მოწონების გვერდით ვიდეოების ქვეშ. ფუნქცია, რომელიც პირველად ჯერ კიდევ აპრილში ტესტირებას გადიოდა, ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის გლობალურად. მომხმარებლებს შეუძლიათ, გააუქმონ თავიანთი Unlike ხელახლა დაწკაპუნებით და ეს ვიდეოების მფლობელებისთვის უხილავი იქნება.

მიღებული მოწონებების რაოდენობისგან განსხვავებით, უარყოფითი ხმების რაოდენობა საჯაროდ არ გამოჩნდება. TikTok ამბობს, რომ კომენტარებისთვის უკუმოწონების ფუნქციის დამატება არის „ახალი გზა, რომ მოისმინოს გამოხმაურება უშუალოდ [მისი] საზოგადოებისგან“ და საშუალებას მისცემს პლატფორმას, უკეთ ამოიცნოს კომენტარები, რომლებიც „არარელევანტური ან შეუსაბამოა“.

ამ უახლესი ფუნქციით, TikTok უერთდება რამდენიმე სხვა ციფრულ პლატფორმას, რომლებსაც აქვთ უკუმოწონების ღილაკის გარკვეული ვარიაცია. მაგალითად, YouTube გთავაზობთ ცერა თითს ქვემოთ ღილაკს კომენტარებისთვის, მაგრამ unlike-ების რაოდენობა მხოლოდ კონტენტის შემქმნელისთვის ჩანს. მეორე მხრივ, Reddit გვთავაზობს მსგავს ღილაკს კომენტარებისთვის, მაგრამ დადებითი და უარყოფითი ხმების ჯამური მონაცემები საჯაროდ ჩანს.

ინსტაგრამი ნუდისტური ფილტრაციის შექმნას აპირებს

ინსტაგრამი  ახალ ფუნქციაზე მუშაობს: გალიფტროს პირდაპირი შეტყობინებებით გაგზავნილი არასასურველი ნუდისტური ფოტოები.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post