fbpx

TikTok დროებით კრძალავს ახალი ვიდეოების შექმნას რუსეთში

TikTok დროებით კრძალავს ახალი ვიდეოების შექმნას რუსეთში

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ TikTok ახალი ვიდეოების ატვირთვასა და ლაივ სტრიმინგს აპლიკაციაში დროებით კრძალავს რუსეთში და ცვლილების მიზეზად ქვეყანაში ახლადმიღებული „ყალბი ამბების“ კანონს ასახელებს.

რუსეთის ახალი „ყალბი ამბების“ კანონის გათვალისწინებით, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ შევაჩეროთ პირდაპირი ტრანსლაცია და ახალი კონტენტის შექმნა ჩვენს პლატფორმაზე, სანამ ამ კანონის უსაფრთხოების შედეგებს განვიხილავთ – წერს TikTok Twitter-ზე.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყალბი ამბების შესახებ კანონს გასულ კვირას მოაწერა ხელი. ის დასჯის ადამიანებს ჯარიმით ან 15 წლიანი პატიმრობით რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჯარო მოწოდებისთვის. მანამდე კი, რუსეთმა დაბლოკა Facebook, შეზღუდა წვდომა Twitter-ზე და აკრძალა წვდომა BBC-ის საინფორმაციო საიტებზე.

გასულ კვირას, რუსეთის საკომუნიკაციო სააგენტო Roskomnadzor-მა ტიკტოკს მისი პლატფორმიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული კონტენტის წაშლისკენ მოუწოდა. მოგვიანებით TikTok-მა განაცხადა, რომ ის აპირებდა, დაემატებინა ეტიკეტები „ზოგიერთი“ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაზე და, გავრცელებული ინფორმაციით, ართულებდა რუსულ სახელმწიფო მედიაზე წვდომას, Facebook-თან, YouTube-თან და სხვა კომპანიებთან ერთად.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთში განვითარებული გარემოებების შეფასებას, რათა განვსაზღვროთ, როდის შეგვიძლია სრულად განვაახლოთ ჩვენი სერვისები უსაფრთხოდ“, – აღნიშნავს TikTok.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post