თვითრწმენის 4 ტაქტიკა
როდესაც ჩემს ბლოგზე მკითხველებს კითხვების დასმას ვთხოვ, მათგან მუდმივად მოდის ერთი კითხვა: „როგორ ისწავლე საკუთარი თავის რწმენა?” და მართლაც, ეს ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგან თუ საკუთარი თავის არ გჯერა, არც ერთი ტაქტიკა, ჩარჩო და სტრატეგია არაფრისმომცემი იქნება. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენ რამდენიმე გზას, რომლითაც თვითრწმენის განვითარებას შეძლებ, ისევე როგორც ოდესღაც მე შევძელი.
გადადგით ძალიან პატარა ნაბიჯები გრძელვადიანი პერსპექტივით
როგორც შენ, მეც ძალიან მოუთმენელი ვარ – ძალიან მინდა, საბოლოო შედეგები მალე მივიღო – მქონდეს მუცლის პრესი და 6 კუბიკი, ვიყო დაფასებული და ტრაბახის მიზეზები არ დამელიოს.
ადვილია, იოცნებო კვირაში სამჯერ სირბილზე ან ყოველწლიურად 500 000 დოლარის პასიურ შემოსავალზე – ამას ბევრი აკეთებს, მაგრამ მოქმედებიტ არავინ არასდროს მოქმედებს. სწორედ ამიტომ, გადადგი მცირე ნაბიჯები, როგორიცაა კვირაში ერთხელ სირბილი ან თვეში 1000 დოლარის გამომუშავება შენი გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით. სწორედ ეს მცირე ნაბიჯები მიგიყვანს შენს დიდ მიზნებამდე. სწორედ ეს ნაბიჯები იქნება თვითრწმენის უნარის განვითარების საწყისი ეტაპი.
იყავით ძალიან მომზადებულები
არავინ ამბობს, რომ მიზნის მისაღწევად გასაწევი შრომა ადვილი იქნება. ამისათვის, შეიძლება, უამრავი საათი, დღე და წელი დაგჭირდეს. იმისთვის, რომ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდე, საჭიროა, იყო ძალიან მომზადებული, რაც დაუღალავ შრომასა და მონდომებას გულისხმობს.
მე პირადად ერთხელ 15 საათზე მეტი გავატარე ჩემი ძველი სახელმძღვანელოებისა და ჩანაწერების კითხვაში, რათა ინტერნეტ ტრანსლაციისთვის მოვმზადებულიყავი, რომელსაც B.J. Fogg-თან, ჩემს ერთ-ერთ მენტორთან ვაკეთებდი.
ძალიან დავიღალე, მაგრამ არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს პროცესი მარტივი იქნებოდა.
გაუმკლავდით უარის მთქმელებს
შესაძლოა, თავიდან შენს ქმედებებს ბევრი ადამიანი აკრიტიკებდეს და იმისთვის, რომ ნაკლებად გეტკინოს ეს პროცესი, მათ ამ კრიტიკაში უნდა აჰყვე.
ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, სხვები მაკრიტიკებდნენ, მე კი ვეუბნებოდი: „იცი რა, შეიძლება მართალი ხარ. წარმოდგენა არ მაქვს, იმუშავებს თუ არა ის, რასაც ახლა ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა მივცე მას შანსი, არა? ჩემს ადგილას რომ იყო, რას გააკეთებდი?”
ამ ქმედებით მე ჩემს პირადს ფსიქოლოგიას დავეუფლე, რათა ზუსტად მცოდნოდა, როგორ გადამეტანა ეს სირთულეები. ეს არის ფსიქოლოგია, რომელიც განასხვავებს მათ, ვინც მუშაობს თავისი შესაძლებლობების 99 პროცენტით და მას, ვინც ამ შესაძლებლობების 99,9 პროცენტს იყენებს.
სწორად განსაზღვრეთ გარემოცვა
რამდენიმე წლის წინ შევამჩნიე ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც განვითარების გარკვეულ დონეზე იმყოფებიან და მის იქით არ ვითარდებიან. Მიზეზი? ამ ადამიანებს მათი განვითარების დონის ადამიანებთან აქვთ კომუნიკაცია და არსებული სიტუაციის მიღმა ბევრს ვერაფერს ხედავენ.
სიმართლე ისაა, რომ შენს ინდუსტრიაში საუკეთესო ადამიანებმა იციან ის, რაც შენ არ იცი. მათ შეუძლიათ კარის გაღება, შენ კი – არ შეგიძლია. მათ აითვისეს არა მხოლოდ ტაქტიკა, არამედ ფსიქოლოგიური შეხედულებებიც, რაც შენ არ გაქვს. ერთსა და იმავე დონეზე მყოფ ადამიანებთან ყოფნა მარტივია, მაგრამ მათგან ბევრს ვერ ვსწავლობთ. ამიტომაც, არჩევანი შენზეა – დარჩე ასეთებთან, ან ისწრაფო მათკენ, ვინც შენზე ბევრად გამოცდილები არიან. სწორედ ეს ადამიანები დაგეხმარებიან თვითრწმენის განვითარებაში.
________________________________________________________________
Ramit Sethi – ავტორი წიგნისა “I Will Teach You How to be Reach”