Twitter-ზე გამოჩნდება, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა თქვენი ტვიტი
Twitter-ს ახალი ფუნქცია ემატება, რომელიც აჩვენებს, რამდენი ადამიანი ნახულობს თქვენს ტვიტებს, მსგავსად YouTube-ისა, რომელიც ასევე აჩვენებს, თუ რამდენჯერ არის ნანახი ვიდეო.
„ტვიტერზე ამიერიდან ნახვების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც, თქვენ დაინახავთ რამდენჯერ არის ნანახი ტვიტი!“, – წერს ილონ მასკი ტვიტერში.
თუმცა, ზოგიერთი მომხმარებლისთვის ამ ფუნქციას შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო ეფექტი და გამოავლინოს, რომ მათ ტვიტებს უფრო ნაკლები ადამიანი ხედავს, ვიდრე მათ აქამდე სჯეროდათ.
უკვე Twitter-ს აქვს ფუნქცია, რომელიც აჩვენებს უფრო დეტალურ ანალიტიკას თქვენი ტვიტების შესახებ, ვიდრე უბრალოდ მოწონებები, გადაზიარებები და ციტატებია. თუ თქვენ დააწკაპუნებთ „Tweet Analytics-ის ნახვას“, შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებდნენ ადამიანები თქვენს ტვიტთან – გადმოვიდნენ თუ არა ისინი თქვენი პროფილის სანახავად ან ციტატის გადასაზიარებლად.
ნახვების ახალი მახასიათებლისგან განსხვავებული ის არის, რომ ახლა ნახვები ხილული იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ ანგარიშის მფლობელისთვის.
ყველა მომხმარებელს ჯერ არ აქვს წვდომა ამ ფუნქციაზე – ის ამჟამად ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე, ვებ ფუნქციონალს კი ის მალე დაემატება.