fbpx

Twitter ახალ ფუნქციას ტესტავს – რა უნდა ვიცოდეთ

Twitter ახალ

Twitter ახალ ფუნქციას ტესტავს – რა უნდა ვიცოდეთ

Twitter ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც ადამიანებს კონკრეტული დიალოგებიდან საკუთარი მომხმარებლის სახელის მონიშვნის გაუქმების საშუალებას აძლევს. კომპანიის თქმით, ამ ეტაპზე, სატესტო ვარიანტი გარკვეული ჯგუფებისთვის მხოლოდ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. Twitter-ს არ განუცხადებია თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ტესტირება და როდის იქნება ფუნქცია აპლიკაციაში ხელმისაწვდომი.

,,ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტს [ფუნქციაზე] Unmentioning, რომელიც დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავი დააღწიოთ საუბრებს’’,აცხადებს კომპანია.

ფუნქციის ფარგლებში, მომხმარებლები კონკრეტული ტვიტის [სტატუსის სახელწოდება Twitter-ზე] მარჯვენა მხარეს არსებულ სამწერტილიან მენიუში დაინახავენ წინადადებას ,,Leave this conversation’’ (,,დატოვეთ ეს დიალოგი’’). მასზე ერთი დაწკაპებით კი შეძლებენ, რომ მათთვის არასასურველ საუბრებში საკუთარი მომხმარებლის სახელის მონიშვნა გააუქმონ (თუმცა, ის ფიზიკურად მაინც გამოჩნდება) და შეტყობინებები აღარ მიიღონ. დამატებით, სხვა პირები ამ მომხმარებლებს იმავე დიალოგში მომავალშიც ვეღარ მონიშნავენ.

აღნიშნული ფუნქციის კონცეფცია კომპანიამ გასულ წელს წარადგინა. Twitter-ის კონფიდენციალურობის ინჟინრის, დომინიკ კამოცის თქმით, თუ მომხმარებელს ისეთი პირი მონიშნავდა ტვიტში, რომელიც გამოწერილი არ ჰყავს, იგი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ შეტყობინებას მიიღებდა. ამასთანავე, შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული ან ყველა ანგარიშისთვის საკუთარი მომხმარებლის სახელის მონიშვნის უფლების შეზღუდვა 1, 3 ან 7 დღით. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიმდინარე ტესტირებაში ხელმისაწვდომია თუ არა აღნიშნული ფუნქციები.

Twitter ახალ.აღსანიშნავია, რომ Twitter-მა გასული წლის სექტემბერში დაიწყო შეურაცხყოფის საწინააღმდეგო ფუნქციის, სახელწოდებით ,,Safety Mode’’ (,,უსაფრთხოების რეჟიმი’’), ტესტირება. პარამეტრი სოციალურ ქსელში შევიწროების მსხვერპლ პირებს მათკენ მიმართული ძალადობის გაფილტვრაში ეხმარება. Safety Mode-ის ფარგლებში, Twitter აანალიზებს ურთიერთქმედებებს და ალგორითმულად ბლოკავს ანგარიშებს, რომლებიც თავს ესხმიან მომხმარებლებს.

Safety Mode-ის სატესტო ვარიანტი სექტემბერში მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის ჩაეშვა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში ტესტირება გაფართოვდა და ინგლისურენოვან ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ავსტრალიაში, ირლანდიასა და ახალ ზელანდიაში, მეტი პირისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post