fbpx

თაღლითები უკრაინის სახელით ყალბი საქველმოქმედო საიტებიდან თანხებს იპარავებ

თაღლითები

თაღლითები უკრაინის სახელით ყალბი საქველმოქმედო საიტებიდან თანხებს იპარავებ

თაღლითები აგრძელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის იარაღად გამოყენებას.  ყალბი საქველმოქმედო ვებსაიტებიდან დაწყებული, ფიშინგის კამპანიებით დამთავრებული, ისინი ცდილობენ მოიპარონ პირადი საბანკო ინფორმაცია უკრაინისთვის თანხის შემომწირველებისაგან.

ელ.ფოსტის უსაფრთხოების ფირმა Cyren ამჟამად იკვლევს იმას, თუ როგორ იყენებენ კრიპტოვალუტის თაღლითები ელ.ფოსტის სპამს. მოხსენების თანახმად, Cyren-ის მკვლევარებმა აღმოაჩინეს დღეში 100000-ზე მეტი ელ.წერილი, რომლებიც ცდილობენ, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ და მათ კრიპტო საფულეებზე წვდომა მოიპოვონ.

Cyren-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ამ ელ.წერილების „დიდი რაოდენობა“ იყენებდა უკრაინასთან დაკავშირებულ ინფორმაციებსა და ვებსაიტებს, რათა უფრო ავთენტური გამოჩენილიყვნენ.

და მაინც, როგორ შოულობენ ფულს ამ ყველაფრით ჰაკერები? ყალბი URL-ითა და ინტერფეისით ისინი მომხმარებლებს არასწორ მისამართებზე გზავნიან. შემდეგ მომხმარებლები თავიანთი კრიპტო საფულიდან თანხას რიცხავენ. თაღლითები კი ამ საფულეებზე წვდომას მოიპოვებენ.

ელ.ფოსტის მეშვეობით ბევრმა ჰაკერმა ასევე გამოიყენა ინტერნეტ მარკეტინგის საერთო სტრატეგიები, როგორიცაა მოწოდება მოქმედებაზე და ელ. ფოსტის სათაურის ველში ემოციური ტექსტები ჩაწერა, მაგალითად: “დაეხმარეთ უკრაინის ომის მსხვერპლებს” და “დაეხმარეთ უკრაინას, შეაჩეროს ომი! – ჰუმანიტარული ფონდების შეგროვება“.

Cyren-ის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ელ.ფოსტის 50 პროცენტზე მეტი ეკუთვნოდა აშშ-ს და ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ინდონეზია, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა და კოლუმბია. Cyren აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ელ.ფოსტა წარმოიშვა ამ ქვეყნებში, მაგრამ სერვერი, საიდანაც ელფოსტა მოვიდა, მდებარეობს ამ კონკრეტულ ადგილას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post