fbpx

ფრანგულმა სტარტაპმა Upway -მ $5,7 მილიონის ინვესტიცია აიღო

upway

ფრანგულმა სტარტაპმა Upway -მ $5,7 მილიონის ინვესტიცია აიღო

თუ მანქანების ონლაინ მარკეტფლეის სამყაროზე გსმენიათ, მაშინ Upway-ის საქმიანობა თქვენთვის ნაცნობი იქნება. სტარტაპმა ახლახან $5,7 მილიონის ინვესტიცია მიიღო დაფინანსების Seed რაუნდზე, რომელსაც Sequoia Capital და Global Founders Capital უძღვებოდნენ.

საფრანგეთში დაფუძნებული სტარტაპი Upway ელექტროველოსიპედებს როგორც მომხმარებლებისგან, ასევე კომპანიებისგან ყიდულობს. შემდეგ ამოწმებს; დაზიანების შემთხვევაში, აღადგენს; დებს თავის ვებსაიტზე და ყიდის.

კომპანიას საწყობი პარიზის მახლობლად აქვს. იქ შესულ ველოსიპედებს 5 ადამიანისგან შემდგარი გუნდი 20 სხვადასხვა ტესტით ამოწმებს. საბოლოოდ კი, პროდუქტი მომხმარებლამდე 1-წლიანი გარანტიით მიდის.  

ამ გზით ელექტროველოსიპედების შეძენა მათ ორიგინალურ ღირებულებაზე 20-50%-ით უფრო ნაკლებადაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Upway-ის ვებგვერდზე ისეთ ნაცნობი ბრენდების პროდუქცია შეგხვდებათ, როგორებიცაა  Moustache, VanMoof, Cowboy და Canyon.

რატომ ელექტრო და არა ჩვეულებრივი ველოსიპედი?

სტარტაპის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ტუსან ვატინის თქმით, ელექტროველოსიპედები ველოსიპედის ინდუსტრიის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია.

გასულ წელს მხოლოდ საფრანგეთში 500 000 ელექტროველოსიპედი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 30%-ითაა გაზრდილი.

იმის გათვალისწინებით, რომ მანქანების მარკეტფლეის სივრცეში ბევრი კომპანიის მოღვაწეობა წარმატებული აღმოჩნდა, Upway-ისაც აქვს იმავე გზის გავლისა და ელექტროველოსიპედების ინდუსტრიასთან ზრდის შესაძლებლობა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post