fbpx

WhiteBIT საქართველო: ვინ არიან? სად შემოვიდნენ? რა უნდათ?

WhiteBIT საქართველო: ვინ არიან? სად შემოვიდნენ? რა უნდათ?

სათაურში მოცემული კითხვით ბევრი დაინტერესდა, განსაკუთრებით იმ თამამი “შავი პარაკევის” შემდეგ, როდესაც საქართველოს ბაზარზე ახლადგამოჩენილმა ბირჟამ, “1 USDT – 1 ლარად” აქცია შემოგვთავაზა. მაშინვე ნათელი გახდა, რომ დიდ მოთამაშეს სურდა ჩვენთან შინაურად ფეხის მოკიდება და შემდეგმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა – 1 კვირის წინ, WhiteBIT საქართველომ პირველი ბრენდირებული სერვის-ცენტრიც გახსნა ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სრულიად ახალი კრიპტო-ხილი – ფიზიკური ბარათები გამოიტანა გასაყიდად. სარეკლამო აბრაც შეგხვდებოდათ თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში – “კრიპტო ხელზე!” აწერია. ასეა თუ ისე, ამ ხალხს ჩვენი ყურადღების მიქცევა სურს, ჰოდა, გავიგოთ ვინ არიან:

CoinMarketCap-ზე, იგივე CMC-ზე (როგორც მას კრიპტო-თემის წარმომადგენლები უწოდებენ), WhiteBIT-ი პირველ 50-ეულშია. სამწუხაროდ, CMC-ს რეგიონის მიხედვით ფილტრი არ აქვს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციები უჭირავს, ხოლო მისი წარმომავლობა ცხადად უკრაინულია.

Cer.live-ზე, უსაფრთხოების მიმართულებით პირველ სამეულშია მსოფლიოში crypto.com-სა და Kraken-თან ერთად. სახელგანთქმული Binance-იც კი შემდეგ რანგშია.

WhiteBIT-ს საქართველოში  „WhiteBIT საქართველო“ –  ქართული კანონმდებლობის ფარგლებში ოპერირებადი დამოუკიდებელი კომპანია წარმოადგენს, რომელშიც მსხვილი ინვესტიციაც განხორციელდა, ამავდროულად  WhiteBIT-ი “უნიქარდის ჯგუფის კომპანიების ” წილსაც ფლობს, თავად “უნიქარდი” კი მოგეხსენებათ VIsa-ს სტრატეგიული  პარტნიორია რეგიონში და MasterCard-თანაც აფილირებული წევრობა აკავშირებს.

სექტემბრის თვეში, Forbes Georgia-ს გამოუქვეყნებია ინტერვიუ “უნიქარდის” დირექტორთან, ნანა ქებურიასთან, სადაც Georgian Card-ის ყოფილი დირექტორი და Fintech-ში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ქალი ტოპ-მენეჯერი, დეტალურად ყვება ისტორიას, თუ როგორ მოხდა WhiteBIT-ის ქართული ბაზრით დაინტერესება და რამხელა როლი ითამაშა Visa-ს რეგიონალურმა წარმომადგენლობამ ამ ინტერესის გაღვივებაში.

რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ისევ თავში ნათქვამს დავუბრუნდებით –  დიდ მოთამაშეს სურს ჩვენთან დამკვიდრება, ჩვენს ენაზე საუბარი და  პარტნიორებიც საკმაოდ კარგად შეურჩევია. ბარათებს რაც შეეხება, თავად უნდა ესტუმროთ სერვის-ცენტრს და ნახოთ. ერთს დავძენთ – სარეკლამო სლოგანი “კრიპტო ხელზე!” ზუსტად ის არის, რაც აქ დაგხვდებათ.

Technovation Girls – საქართველო 2023-ის რეგისტრაცია დაიწყო

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post