fbpx

Wikipedia შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში აღარ მიიღებს

ვიკიპედია

Wikipedia შემოწირულობებს კრიპტოვალუტაში აღარ მიიღებს

კვირას Wikipedia-ს მშობელმა ორგანიზაციამ, Wikimedia Foundation-მა განაცხადა, რომ ის აღარ მიიღებს შემოწირულობას კრიპტოვალუტაში. ეს გადაწყვეტილება ვიკი საზოგადოების 3 თვიან დისკუსიას მოჰყვა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში კრიპტოვალუტის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავდნენ. საბოლოოდ, ფონდმა ჩაატარა გამოკითხვა, სადაც გამოკითხულთა 70%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მათ აღარ სურდათ, Wikipedia-ს შემოწირულობა კრიპტოში მიეღო. როგორც ცნობილია, კრიპტოდონაციის აკრძალვის მიზეზი კრიპტოვალუტის გარემოზე ზემოქმედება გახდა.

„ფონდმა Wikimedia-მ გადაწყვიტა, შეწყვიტოს კრიპტოვალუტის შემოწირულობის საშუალებად მიღება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. “ჩვენ დავიწყეთ კრიპტოვალუტის მიღება 2014 წელს, ჩვენი მოხალისეების და დონორთა საზოგადოებების მოთხოვნის საფუძველზე და ახლაც, მათივე სურვილით, გადავწყვიტეთ, შევწყვიტოთ ეს პროცესი.”

Wikimedia-მ განაცხადა, რომ სულ მალე ის დახურავს თავის ანგარიშს Bitpay-თან, კრიპტო გადახდის სერვისის პროვაიდერთან, რომელსაც Wikimedia კრიპტოვალუტის შემოწირულობების შესაგროვებლად იყენებდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Wikimedia Foundation-მა მოისმინა საზოგადოების სურვილები ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი საზოგადოების პრინციპული პოზიციით“, – თქვა ვიკიპედიის რედაქტორმა და კრიპტოსკეპტიკოსმა მოლი უაიტმა.

უაითი ასევე მართავს პოპულარულ ვებსაიტს Web3 is Going Great, რომელიც აკონტროლებს თაღლითობებსა და ჰაკერებს კრიპტოვალუტის დიდ სივრცეში. სწორედ ამ ვებსაიტმა აცნობა ვიკიმედიის განცხადება კრიპტოდონაციის გადაწყვეტილების შესახებ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post