fbpx

როდის დაიწყება შემდეგი ,,ხარის ბაზარი’’?

ხარის ბაზარი

როდის დაიწყება შემდეგი ,,ხარის ბაზარი’’?

2022 წელი კრიპტობაზრისთვის საკმაოდ არასახარბიელო აღმოჩნდა. ბაზრის ლიდერებმაც კი, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, თავიანთი ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგეს. ხოლო ზოგიერთი, შედარებით უფრო ნაკლებად პოპულარული, ციფრული ვალუტის ფასი 80%-ით ან მეტით დაეცა. არსებული ვითარების გამო, ინვესტორები კრიპტოვალუტებისგან თავს შორს იჭერენ და დიდი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, აქტივებს პანიკურად ყიდიან, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების უფრო შემცირებას იწვევს. ბაზარზე ჩამოყალიბებული ე.წ. დათვის ბაზრის ფონზე კი ჩნდება ერთი მთავარი კითხვა – როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა საერთოდ კრიპტობაზარზე ე.წ. ხარის ბაზარი?

ცოტაოდენი რამ Bear ბაზრის შესახებ

Bear

S&P 500 ინდექსი, რომელიც აშშ-ის ყველაზე ცნობილ კომპანიებს მოიცავს, მიმდინარე წლის პიკის შემდგომ დაახლოებით 24%-ით დაეცა. კერძოდ, მისი მაჩვენებელი 2022 წლის 3 იანვარს 4796.56 იყო, ხოლო 16 ივნისს – 3666.77. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ Bear ბაზარში ვიმყოფებით. და მაინც, რას ნიშნავს ე.წ. დათვის ბაზარი, როგორი გამოცდილება გვაქვს და რას უნდა ველოდოთ?

2023 წელს?

ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტი ექსპერტი არის მაკროეკონომიკური კვლევითი კომპანიის Lamoureux & Co პრეზიდენტი ივ ლამურუ. მისი თქმით, ბიტკოინის ფასი 2023 წლის ბოლოს $100,000-ს მიაღწევს და მსგავსი მდგომარეობა შესაძლოა, 2025 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს. ამასთანავე იგი დასძენს, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, მარტში, მოსალოდნელია ბიტკოინის ე.წ. განახევრება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხდება და მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობის შემცირებას, შესაბამისად, მათზე მოთხოვნის ზრდას გულისხმობს. ცნობისთვის, ბოლო ე.წ. განახევრება 2020 წლის 11 მაისს განხორციელდა.

ლამურუ გვირჩევს, რომ პატარა, შედარებით ნაკლებად პოპულარული კრიპტოვალუტები ძალიან სარისკოა და ინვესტორები ბიტკოინზე უნდა ფოკუსირდნენ. თუმცა, მისი თქმით, ციფრულ ვალუტაში ძალიან დიდი ინვესტიცია არ უნდა ჩავდოთ და ის დროდადრო ცოტა რაოდენობით შევიძინოთ.

2024 წელს?

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2024 წელი კრიპტოვალუტებისთვის, ბიტკოინის ლიდერობით, საკმაოდ წარმატებული იქნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2024 წლის ე.წ. განახევრების შემდგომ ბიტკოინის ფასის გაზრდა არის მოსალოდნელი. მეტიც, ლამურუსგან განსხვავებით, სავაჭრო ბირჟა Huobi-ს თანადამფუძნებელი დუ ჯუნი ვარაუდობს, რომ ბიტკოინის ფასის ზრდას ე.წ. განახევრებამდე, ანუ 2024 წლის ბოლომდე და 2025 წლის დასაწყისამდე არ უნდა ველოდოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ე.წ. განახევრების დროს ციფრული მონეტების რაოდენობა მცირდება და მათზე მოთხოვნა იზრდება. მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპების თანახმად კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მწირი რაოდენობით ხელმისაწვდომი ვალუტების ფასი უფრო გაიზრდება. ამას არა მხოლოდ არსებული პრინციპები, არამედ ისტორიული მონაცემებიც ადასტურებს – წინა ე.წ. განახევრებების შემდგომ (2012, 2016 და 2020 წლებში) ბიტკოინის ფასი იზრდებოდა.

არასდროს?

ბევრი ტრადიციული ინვესტორი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა არსებობის ბოლო დღეებს ითვლის და შესაძლოა, არც არასდროს დაიწყოს ე.წ. ხარის ბაზარი. მაგალითად, 2018 წელს უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებს ცუდი დასასრული ელით. მიმდინარე წელს კი აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში არსებულ ბიტკოინს 25 დოლარადაც კი არ შეიძენდა. ციფრული მონეტების მიმართ ანალოგიურად არის განწყობილი ჩარლი მანგერიც. მან 2013 წელს, როდესაც ბიტკოინის ფასი $100-ზე ოდნავ მეტი იყო, BTC-ს ვირთხის შხამი უწოდა; ხოლო 2018 წელს განაცხადა, რომ ის უკვე ვირთხების უფრო ძვირადღირებული შხამი იყო.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post