fbpx

როგორ ცვლის ხმოვანი ძიება სამედიცინო სფეროს?

როგორ ცვლის ხმოვანი ძიება სამედიცინო სფეროს?

ხმოვანი ასისტენტები უკვე კარგად დამკვიდრებული ტექნოლოგიაა, რომელსაც, ძირითადად, Siri-სა ან Alexa-ს მეშვეობით შევეჩვიეთ. თუმცა, ხმის ტექნოლოგია არამხოლოდ ყოველდღიურ პროცესებს გვიმარტივებს, არამედ – სამედიცინო საჭიროებებსაც. ის ცვლის ჯანდაცვაზე წვდომისა და გამოყენების გზას.

 

როგორ ცვლის ხმოვანი ძიება ჯანდაცვის სფეროს?

ხმოვანი ძიება ჯერჯერობით არ არის სრულყოფილი, რადგან მას განვითარება და დახვეწა სჭირდება, თუმცა, რამდენიმე წელიწადში ეს ტექნოლოგია აუცილებლად გახდება სრულყოფილი. მაგრამ ხმოვანი ძიების შესაძლებლობა უკვე მკაფიო გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ეძებენ ადამიანები სერვისებსა და პროვაიდერებს.

ცნობილია, რომ მომხმარებელთა 65% ხმოვანი ასისტენტებით ყველაზე ხშირად ეძებს დაავადების ან ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომების ან მკურნალობის შესახებ ინფორმაციას.

Google-ის მიხედვით, 2017 წელს მოძიებული ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვა იყო:

რა იწვევს სლოკინს?
როგორ შევაჩეროთ ხვრინვა?
რა იწვევს თირკმლის ქვებს?
რატომ ვარ ასე დაღლილი?
რამდენ ხანს გრძელდება გრიპი?
რა არის ნორმალური არტერიული წნევა?
როგორ შევამციროთ ქოლესტერინი?
რა არის ADHD?
რა არის ლუპუსი?

ერთ-ერთი კვლევაში გამოკითხულთა თითქმის მესამედი ამბობს, რომ ისინი იყენებენ ხმოვან ძიებას ექიმის მოსაძებნად, ხოლო 28% ეძებს საავადმყოფოს, სასწრაფო დახმარების დაწესებულებას ან კლინიკას. ხმოვანი ძიებების მოცულობა, რა თქმა უნდა, მოიმატებს, რადგან Apple-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა Siri-ზე ჩართული HomePod ჭკვიანი სპიკერი.

დღემდე ხმოვან ასისტენტს ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად 19,1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ეს რიცხვი უტოლდება აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 7,5%-ს. ექსპერტები ელიან, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან კითხვაზე, აშშ-ის შტატებში ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ გამოიყენებს ხმოვანი ასისტენტის მოწყობილობას ჯანდაცვასთან დაკავშირებული შემთხვევებისთვის. ამ ადამიანებიდან გამოყენების შემთხვევების 65.9% ფოკუსირებული იყო ადგილობრივ ძიებაზე; ექიმის, ფიზიოთერაპევტის, საავადმყოფოს, კლინიკის, სასწრაფო დახმარების ცენტრის და ა.შ.

რჩევები ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის ბიზნესის პერსპექტივიდან

“რაც არ უნდა მოხდეს, ჯანდაცვის ორგანიზაციებს ბიზნესის მსგავსად უნდა ჰქონდეთ გამძლეობა დამოქნილობა.” – ამბობს მაიკ გრიზამორი,  CDW-ის ჯანდაცვის ვიცე პრეზიდენტი.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post