fbpx

Y Combinator -მა ინვესტიციის თანხა 500 000$-მდე გაზარდა!

Y combinator

Y Combinator -მა ინვესტიციის თანხა 500 000$-მდე გაზარდა!

ცოტა ხნის წინ სტარტაპ აქსელერატორმა Y Combinator-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტანდარტული გარიგების ფარგლებში ინვესტიციის თანხას 500 000$-მდე ზრდის. როგორც ცნობილია, 2011 წლიდან აქსელერატორი სტარტაპებს 150 000$-ით აფინანსებდა. პანდემიის პირობებში, 2020 წლის ზაფხულში ეს თანხა 125 000$-მდე შემცირდა. სულ ახლახან კი, აქსელერატორმა სიხარულით გვაცნობა, რომ მათი დიდი ხნის სურვილი ახდა და ისინი სტარტაპებს ამიერიდან ბევრად მეტ დაფინანსებას მისცემენ.

ეს არის გარიგების ტიპი, რომელიც ჩვენ გვინდოდა შეგვეთავაზებინა სტარტაპებისთვის წლების განმავლობაში. ახლა, როცა YC-ის კომპანიებმა საკმაოდ ბევრი წარმატება მოიპოვეს და მათ შორის 10 სტარტაპი 2021 წელს IPO-ზე გავიდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს თანხა დამფუძნებლებს საშუალებას მისცემს, ფოკუსირება მოახდინონ თავიანთი კომპანიის საწყის ეტაპებზე, განვითარებასა და მასშტაბირებაზე, – ამბობენ YC-ში.

500 000$-იანი დაფინანსება გაიცემა ორ ეტაპად, თუმცა, ერთდროულად:

  1. 125 000$-ს კომპანია იღებს მისი აქციების 7%-ის სანაცვლოდ;
  2. 375 000$-ს კი MFN სეიფის მეშვეობით მიიღებენ, რის მერეც სხვადასხვა ინვესტორთან მოლაპარაკებები მოუწევთ სტარტაპებს;

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს გარიგება წაახალისებს უფრო მეტ, ნებისმიერი ასაკისა და ეროვნების ადამიანს, გადადგას ნაბიჯი სტარტაპ სამყაროში, მიმართოს YC-ს და შექმნას საკუთარი, წარმატებული სტარტაპი.

აქვე შეგახსენებთ, რომ Y Combinator არის ამერიკული სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც 2005 წლის მარტში შეიქმნა. სწორედ მისი დახმარებით შეიქმნა დღემდე 3000-ზე მეტი კომპანია, მათ შორის: Stripe, Airbnb, Cruise, PagerDuty, DoorDash, Coinbase, Instacart, Dropbox, Twitch, Flightfox და Reddit. ჯამურად YC-ს მიერ დაფინანსებული კომპანიების შეფასება დღეს 300 მილიარდს აჭარბებს. სწორედ ამიტომ, YC დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მნიშვნელოვან აქსელერატორად ითვლება.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post