Youtube-ი live სტრიმინგის ახალი ფუნქციის დაამატებას გეგმავს
Youtube-ის ახალი ფუნქცია საშუალებას მისცემს კონკრეტული არხის შემქმნელებს მოიწვიონ სტუმარი და გავიდნენ პირდაპირ ეთერში.
სტრიმინგი შესაძლებელია მხოლოდ მობილურით. კომპიუტერული გაჯეტებიდან ჯერ-ჯერობით ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი. ერთადერთი კომპიუტერით შესაძლებელია მხოლოდ პროგრამის მომზადება ლაივში გასასვლელად. ანუ, დაალაგებთ ყველაფერს კომპიუტერითაც, მაგრამ უშუალოდ პირდაპირ ეთერში გასასვლელად მობილურის ღილაკი გჭირდებათ.
გარდა ამისა, აღნიშნული სიახლე თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება შერჩეული ჯგუფისათვის, მაგრამ სამომავლოდ Youtube გეგმავს გააფართოოს სტრიმინგი მეტი მომხმარებლისთვის.
ახლო მომავალში სტრიმინგის წამომწყებს შეეძლება აირჩიოს ახალი ფუნქცია „Go Live Together“. პირველ რიგში, ლაივში გასასვლელად უნდა შეიყვანოს სათაური, აღწერა სტრიმინგის თემის, მონეტიზაციის პარამეტრები, ესკიზები და ხილვადობის პარამეტრები.
ლაივ სტრიმინგის ინიციატორს ასევე შეუძლია გამოიყენოს ღილაკი “Invite a co-streamer”, რისი საშუალებითაც მას ენიჭება არჩევანის გაკეთების ფუნქცია. მაგალითად, სტუმართან დაკავშირებით_ იმისათვის, რომ აირჩიოს ის, ვისი მოწვევაც სურს პირდაპირ ეთერში. მას შემდეგ, რაც სტუმარი მოწვევას მიიღებს და არხზე შეერთებას მოითხოვს, სტანდარტულად ის გადაინაცვლებს მოსაცდელ ოთახში. როცა ორივე ადამიანი მზად იქნება, მასპინძელს შეეძლება დაიწყოს ლაივ ტრიმინგი.
YouTube-ის ლაივ სტრიმინგის დროს შესაძლებელი იქნება რეკლამის გაშვება, მაგრამ ფინანსურად მხოლოდ მასპინძელი ისარგებლებს. ასევე, სამწუხაროდ, პირდაპირი ეთერი რომ არ გამოჩნდება სტუმრის არხზე, მაგრამ YouTube მუშაობს უკვე ამის გამოსასწორებლად.
ახალი ფუნქციის იდეა წამოვიდა მას შემდეგ, რაც TikTok-მა და Twitch-მა გამოუშვეს ერთობლივი სტრიმინგის ფუნქციები.
რამდენიმე კვირის წინ TikTok-მა დაამატა ახალი ფუნქცია სახელწოდებით „Multi-Guest“, რომელიც საშუალებას აძლევს მასპინძლებს ხუთამდე ადამიანთან ერთად გავიდეს პირდაპირ ეთერში.
რაც შეეხება Twitch-ს, ოფიციალურად გამოუშვა ახალი ფუნქცია სახელწოდებით Guest, რომელიც საშუალებას აძლევს მსურველს თოქ-შოუსთვის ან ნებისმიერი პანელური სხდომისთვის ადვილად გააერთიანოს ონლაინ სივრცეში სტუმრებიც, ფანებიც და სტრიმინგის ინიციატორებიც.
YouTube-გან განსხვავებით, TikTok და Twitch-ი ორივე საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ეთერში გადახვიდეთ ერთზე მეტ ადამიანთან ერთად.
Youtube პლატფორმა ამ მხრივ, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. თუმცა, შესაძლებელია გაზარდოს ლიმიტი.