fbpx

Youtube ფასიან ფუნქციას ამატებს

YouTube

Youtube ფასიან ფუნქციას ამატებს

YouTube-ი ფასიან ფუნქციას ამატებს, რომელიც განკუთვნილი იქნება პრემიუმ მომხმარებლებისთვის. მათ ექნებათ სხვადასხვა უპირატესობა. მაგალითად, ვიდეოს ნახავენ რეკლამების გარეშე, სიმღერებისა და ვიდეოების ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება პირდაპირ პლატფორმიდან, ასევე დაემატება ფონური სიმღერების ჩართვის ფუნქცია.

ცოტა ხნის წინ Reddit პლატფორმაზე და Twitter-ზე აღნიშნეს, რომ YouTube-ი უკვე სთავაზობდა პრემიუმ სერვისებს მომხმარებლებს,თუ ვიდეოს ყურება სურდათ 4K ფორმატში.

YouTube-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა მხარდამჭერმაც დაადასტურა სიახლე პრემიუმ ფუნქციის შესახებ. მან აღნიშნა ისიც, რომ შესაძლოა, ყოფილიყო კომპანიის „ექსპერიმენტის ნაწილი, რათა პლატფორმამ უკეთ განსაზღვროს პარამეტრები პრემიუმ და არაპრემიუმ მომხმარებლებისთვის.

კომპანიამ რამდენჯერმე სცადა სხვადასხვა მეთოდი აღნიშნული ფუნქციის რეალიზებისათვის. არაერთხელ უბიძგა მომხმარებლებს გადახდისაკენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხერხი 11-მდე რეკლამის ჩვენებაა გახლდათ ვიდეოს დაწყებამდე_აღნიშნულ რეკლამებზე “გამოტოვების” ფუნქცია, რა თქმა უნდა, გათიშული იყო.

გასულ წელს Google-მა განაცხადა, რომ 50 მილიონ გამომწერზე მეტი ჰყავდა YouTube Music-ზე და Premium ნაწილში. ზოგადად, აშშ-ში გამოწერების ფასი განსხვავდება რეგიონების მიხედვით, თუმცა ამ წარმატების შემდეგ გუგლი იხდის 9,99 აშშ დოლარს თვეში YouTube Music-თვის და 11,99 დოლარს თვეში YouTube Premium-თვის.

2022 წლის მეორე კვარტალში, გუგლმა განაცხადა, რომ YouTube-მა 6,87 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი.

ასე რომ, გასაკვირი არ არის, თუ კომპანიამ სცადა ახალი გზები, შემოსავლების გასაზრდელად. გასულ კვირას YouTube TV-მა გამოუშვა ახალი პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიწერონ დამატებითი არხები, როგორიცაა Showtime, HBO Max, NBA League Pass და MLB.TV თვეში 64,99 აშშ დოლარად.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ ისევ გააქტიურდა. ამიტომ, საინტერესოა შეძლებს თუ, არა youtube-ი ახალი პარამეტრების დაყენებას და გაყიდვას პრემიუმ მომხმარებლებისთვის.

სტარტაპ ბიურო, USAID-თან ერთად ახორციელებს აქსელერაციის პროგრამას ახალგაზრდებისთვის

შემთხვევითად გენერირებული ტექსტი ეხმარება დიზაინერებს და ტიპოგრაფიული ნაწარმის შემქმნელებს, როდესაც დიზაინის შესრულებისას საჩვენებელია, თუ როგორი იქნება ტექსტის ბლოკი. სწორედ ასეთ დროს არის

რუბრიკის წარმდგენია

Share this post