fbpx

YouTube ახალ, “ჰაილაითების” ფუნქციას ამატებს

ჰაილაითები

YouTube ახალ, “ჰაილაითების” ფუნქციას ამატებს

YouTube-მა გადაწყვიტა, მის პლატფორმაზე ატვირთულ ვიდეოებში ყველაზე ხშირად ყურებადი ნაწილები, პირდაპირ შესთავაზოს მომხმარებლებს თავის ვებ პლეერსა და მობილურ აპებში. ჰაილაითების ფუნქცია ადრე ექსპერიმენტის სახით YouTube Premium-ის აბონენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა, ამიერიდან ის ყველა მომხმარებლისთვის ამოქმედდება.

ფუნქციის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ ვიდეოს ყველაზე პოპულარული ნაწილების იდენტიფიცირებას გრაფიკიდან, რომელიც ვიდეოს დაბლა გამოჩნდება.

YouTube ამბობს, „თუ გრაფიკი მაღალ ნიშნულზეა, მაშინ ვიდეოს ეს ნაწილი ხშირად ყურებადია. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფიკი, საიმისოდ, რომ სწრაფად იპოვოთ და ნახოთ პოპულარული მომენტები.”

ვიდეოების შემქმნელებისთვის ჰაილაითების ფუნქცია საკმაოდ კარგი ამბავია, რადგან მათ ერთგვარი სიგნალი მიეცემათ, ზუსტად განსაზღვრონ, რისი ხილვა სურთ მაყურებლებს.

კომპანია ფუნქციას განახლებების პაკეტის ერთ-ერთ ნაწილად წარადგენს და ეს პაკეტი გრძელი ვიდეოების უფრო მართვად და ხელმისაწვდომ ნაწილებად დაყოფაზე იმუშავებს.

YouTube მომხმარებლებისთვის თავიდანვე გრძელი ვიდეოების პლატფორმად აღიქმებოდა. ახლა კი ის ცდილობს,ე ს ხედვა გარკვეულწილად შეცვალოს და ვიდეოების დაყოფის სხვადასხვა ხერხს გვთავაზობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post