fbpx

Youtube-მა პრემიუმ ფუნქციები გააქტიურა

Youtube-მა პრემიუმ ფუნქციები გააქტიურა

YouTube-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ზოგიერთ მომხმარებელს უფასოდ შესთავაზა პრემიუმ ანგარიში ვიდეოების 4K რეზოლუციით საყურებლად. აღნიშნულს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ხალხის მხრიდან და ამიტომ,  კომპანიამ საბოლოოდ მცირედი ცვლილებებით დაასრულა პროდუქტზე მუშაობა და ყველას მისცა შესაძლებლობა ყოფილიყვნენ პრემიუმ მომხმარებლები.

YouTube-მა ექსპერიმენტის დასრულებაზე ტვიტერში დაადასტურა და თქვა, რომ მაყურებელს უკვე აქვს წვდომა 4K ხარისხზე პრემიუმ წევრობის გარეშე.

ასე რომ, ყველა მომხმარებელს შეუძლია უყუროს ვიდეოებს უმაღლესი ხარისხით გადახდის გარეშე.

ტვიტერის განცხადებაში ნათქვამი იყო ისიც, რომ ადამიანებს ახალი ფუნქციის დაყენება შეეძლოთ ძალიან მარტივად_აპლიკაციის განახლებით. ვინაიდან, იქვე უჩანდათ ბმული წარწერით: “გთხოვთ გახდეთ ჩვენი ექსპერიმენტის ნაწილი, რათა უკეთ იცოდეთ პრემიუმ და არაპრემიუმ ფუნქციების შესახებ”.

როგორც ვიცით, პრემიუმ ფუნქციებია: ვიდეოს ყურება რეკლამის გარეშე, სიმღერებისა და ვიდეოების ჩამოტვირთვა პირდაპირ პლატფორმიდან. ასევე, ფონური სიმღერების ჩართვის ფუნქცია.

კომპანიამ არაერთი გზით სცადა, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლები გაეყვანა პრემიუმ მომხმარებლებად და  არაერთხელ უბიძგა მათ გადახდისაკენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხერხი 11-მდე რეკლამის ჩვენება იყო ვიდეოს დაწყებამდე. აღნიშნულ რეკლამებზე “გამოტოვების” ფუნქცია, რა თქმა უნდა, გათიშული იყო.

გასულ კვირას YouTube-მა შემოიტანა ახალი ფუნქცია სახელწოდებით handles-ი, რომელიც სხვა სოციალური ქსელების მსგავსია და შემქმნელებს საშუალებას აძლევს მაყურებლების ყურადღება ადვილად მიმართონ თავიანთ არხებზე. ეს პრინციპი ალბათ, შემჩნეული გექნებათ Twitter-ზე, Instagram-ს და Facebook-ზე, როცა თქვენი ინტერესების მსგავს კონტენტს თავად გთავაზობთ ქსელი.

საქართველოს ბანკის მხარადაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს

საქართველოს ბანკი საინტერესო და საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით და DeGameFi-ს ორგანიზებით, 22-23 ოქტომბერს,

რუბრიკის წარმდგენია

Share this post