fbpx

ქართული სტარტაპები: Zencode

zencode

ქართული სტარტაპები: Zencode

Zencode სოფტვეარ დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც საკუთარ პროდუქტებთან ერთად, კლიენტებს თავიანთი პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზას სთავაზობს. მეორენაირად ამ სტარტაპს ადაპტირებული და რეზისტენტული კოდის პროვაიდერიც კი შეგვიძლია, ვუწოდოთ.

კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებლებს, რა ბიზნესმოდელით ოპერირებს სტარტაპი და რა ტიპის პროექტებზე მუშაობს ზენკოდი? ამ თემებზე Zencode-ის გუნდს გავესაუბრეთ:

პროდუქტი/მომსახურება

უნიკალური ბიზნესებისთვის უნიკალური ცვლილებებია საჭირო, სწორედ მსგავს ცვლილებებს სთავაზობს პარტნიორ კომპანიებს ზენკოდი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, დავეხმაროთ კომპანიებს/სტარტაპებს, შექმნან პროდუქტი, როგორც სერვისი; თუმცა, მომხმარებელს ისეთ მომსახურებასაც ვთავაზობთ, როგორიცაა: საპროექტო გუნდისთვის საჭირო სპეციალისტების გამოყოფა, არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება – გათანამედროვება და მონაცემთა საცავის შექმნა.

Zencode-ის პროექტები

ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომლის ჩამოყალიბებაშიც წვლილი კომპანიის ყველა წევრს მიუძღვის pointer.ge – ია, პლატფორმა, რომელიც რეკრუტერებს მათი სამუშაო გარემოს ერთ სივრცეში მობილიზებაში ეხმარება. პოინტერის მთავარი მახასიათებელი სწორედ მოქნილობა და დროის ეფექტურად მართვაა. ზუსტად ამ მახასიათებლებზე კონცენტრირებით შევქმენით ჩვენი მორიგი პროექტი KAMI flow, დოკუმენტბრუნვის პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის და სიდიდის მქონე კომპანიისთვის შიდა, ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზაციის, ელექტრონული მართვის მთავარი იარაღია.

ბიზნესმოდელი

ზენკოდი ეფექტურად ოპერირებს და მაქსიმალურ შედეგს აღწევს არსებული რესურსებით, კომბინირებული- B2B და B2C მოდელებით. ჩვენი მიზანია, ბაზარზე გავიტანოთ პროდუქტი, რომლის მიზანიც  კონკრეტული პრობლემების გადაჭრა იქნება და გავუწიოთ პარტნიორობა კომპანიებს, რომელთაც მიზნად ასევე უფრო ეფექტური და მოქნილი სივრცის შექმნა აქვთ განსაზღვრული.

კონკურენცია ბაზარზე

ჩვენი კომპანია, ერთი შეხედვით, შეიძლება, მორიგ სოფტვეარ კომპანიად აღიქმებოდეს, რომელიც ბაზარზე არც თუ ისე განსხვავებულ საქმეს აკეთებს. თუმცა, ჩვენ ბაზარზე ჩვენ მიერვე შექმნილი ხელსაწყოთი შემოვედით, რომელსაც ZenFramework-ს ვეძახით. აღნიშნული ფრეიმვორკის გამოყენებით, პროექტის შესრულების ვადები მცირდება და, ამავდროულად, ხარისხიან პროდუქტს ვიღებთ. ჩვენ ვაფასებთ მიღებულ გამოცდილებას, ვხვეწავთ და ვავითარებთ პარტიორებთან ურთიერთობით მიღებულ ცოდნას და ამ ყველაფერს ჩვენ მიერ შექმნილ ფრეიმვორკში ვდებთ. გარდა ხელსაწყოსი, ჩვენი გუნდი კონკრეტული დომენის ექსპერტებისგან შედგება, რომლებიც პროდუქტის ვადების დაცვით ჩაბარებაზე არიან ორიენტირებულები.

Zencode დღეს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა შესრულებული პროექტების რაოდენობა, არამედ – კმაყოფილი კლიენტი. ამ იდეოლოგიიდან გამომდინარე, ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ახალი პროექტების დაწყება-არ დაწყების საკითხს.

შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი გამომწვევი და მოტივატორი ელემენტი ისევ და ისევ კლიენტია. ზენკოდისთვის გამოწვევაა კლიენტის კმაყოფილება, რაც შემდეგ სხვადასხვა კუთხით შეიძლება დავინახოთ : მარტივად გადაჭრილი პრობლემები, მოთხოვნისამებრ მოკლე დროში მიწოდებული სრულყოფილი პროდუქტი და შედეგით კმაყოფილი გუნდი.

რჩევა სტარტაპებს

იდეის მოწონებამ ხელი არ უნდა შეგიშალოთ რეალობის დანახვაში. შესაძლოა ნებისმერ ადამიანს მოუვიდეს უნიკალური იდეა, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულყოფილი ჩანს და მაშინვე ეცადოს მის განხორიცელებას. ყველაზე დიდი სირთულე ამ მომენტში სწორედ რეალური საჭიროებების, მოთხოვნისა და მიზნების დანახვაა. Როდესაც ამ ეტაპსაც დაძლევთ, ყოველთვის სკეპტიკურად, სხვა თვალით შეხედეთ თქვენ მიერ წამოწყებულ სტარტაპს და აღმოჩენილი სისუსტეები თქვენთვისვე სასარგებლოდ გამოიყენეთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post