fbpx

Zoom-ის აპლიკაციას Twitch-თან ინტეგრაცია დაემატა

Zoom

Zoom-ის აპლიკაციას Twitch-თან ინტეგრაცია დაემატა

Zoom-ის აპლიკაციას Twitch-თან ინტეგრაცია დაემატა, რაც მომხმარებლებს პლატფორმების ანგარიშების ერთმანეთთან დაკავშირებასა და Twitch-ზე პირდაპირ ეთერში გასვლის საშუალებას მისცემს. 

აღსანიშნია, რომ Zoom-ის შეხვედრებისა თუ ვებინარების ლაივ სტრიმინგი Twitch-ზე ამ დრომდეც იყო შესაძლებელი. კომპანიას ჰქონდა სხვადასხვა პლატფორმაზე პირდაპირ ეთერში გასვლის მხარდაჭერა (მათ შორის Facebook–სა და YouTube-ზე) და ამასთანავე, მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა სტრიმინგისთვის რომელიმე კონკრეტული სერვისი დაემატებინათ URL-ისა და Stream Key-ის საშუალებით. ამის გარდა, შესაძლებელი იყო OBS-ის გამოყენება. თუმცა, ორივე ვარიანტი უფრო კომპლექსური იყო ვიდრე ახალი ფუნქციის ფარგლებში ,,Live on Twitch’’ ღილაკზე დაწკაპება.

zoom

Twitch-ზე პირდაპირ ეთერში გასასვლელად მომხმარებელმა desktop client [Zoom-ის დესკტოპის აპლიკაცია] უნდა გამოიყენოს. კომპანიის თქმით, ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ Zoom-ის ფასიანი ვერსიების – Pro, Business, Enterprise ან Education – ლიცენზირებული მომხმარებლებისთვის. ცნობისთვის, მათგან ყველაზე იაფი არის  Pro პაკეტი, რომელიც წელიწადში $149.90 ღირს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post