fbpx

სტარტაპი 1Password ფუნქციას ,,Sign in with…” უფრო ამარტივებს

1Password

სტარტაპი 1Password ფუნქციას ,,Sign in with…” უფრო ამარტივებს

,,Google-ით შევედი ამ ვებსაიტზე, Facebook-ით თუ ელფოსტისა და პაროლის უნიკალური კომბინაციით?… Google-ის 5 ანგარიშიდან, რომელი გამოვიყენე აქ შესასვლელად? ’’ – ალბათ, ეს ის კითხვებია, რომლებიც საკუთარი თავისთვის ბევრ ადამიანს დაუსვამს და რაიმე ვებგვერდზე შესვლის პროცესის გამარტივების ნაცვლად, ამ საკითხზე ფიქრში დროც კი დაუკარგავს. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს სტარტაპი 1Password, რომელმაც მომხმარებლებს ახალი ფუნქცია წარუდგინა.

ღილაკები “Sign in with…” სულ უფრო პოპულარული ხდება და გასაგებია, რატომ – ისინი საშუალებას გაძლევთ, ყველა საიტისთვის ახალი, უნიკალური პაროლის მქონე ანგარიშის შექმნის ნაცვლად, ის ანგარიში გამოიყენოთ, რომელიც უკვე გაქვთ. თუმცა, ამ ფუნქციის გამოყენებისას გარკვეული შეფერხება მაინც არსებობს. ის მოიცავს ბევრ ნაბიჯს, არაერთ ღილაკზე დაწკაპებას და პაროლების გაცემაზე თანხმობების მიცემის პროცესს. თანაც, ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, დაიკარგოთ ბევრ არჩევანს შორის და დაგავიწყდეთ, რომელ ვებსაიტზე რომელ ანგარიშს ან პროვაიდერს იყენებდით, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

1Password-მა 620$ მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

1password

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტარტაპმა დაფინანსების სერია C 620 მილიონი დოლარით დახურა. დაფინანსების მოპოვების შემდეგ სტარტაპის ღირებულება 6.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რითიც ის კანადის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური ფირმა გახდა.

როგორც 1Password ამბობს, მის მიერ წარდგენილი ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეინახონ SSO. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი ვებსაიტზე ავტორიზაციის პირველ ჯერზე გავლისას დააწკაპებენ ღილაკს ,,Google-ით შესვლა’’, 1Password მათ მონაცემის შენახვას შესთავაზებს და ამ კონკრეტულ ვებგვერდზე შემდგომი სტუმრობისას ისინი Google-ით ავტორიზაციას ავტომატურად გაივლიან.

1password

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია ბრაუზერის ბეტა ვერსიაში. ამ ეტაპზე, მას Facebook-ის, Google-ისა და Apple-ის ანგარიშების გამოყენებით შესვლის მხარდაჭერა აქვს და 1Password-ის თქმით, მომავალში მეტი პროვაიდერი დაემატება.

ცნობისთვის, 1Password არის ტორონტოში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების პაროლების, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის შენახვას ვირტუალურ “სარდაფში”. დღესდღეობით 1Password-ის მომსახურებას იყენებს 100 000-ზე მეტი ბიზნესი, მათ შორის: IBM, Slack და Shopify. ის იცავს ინდივიდებს, რათა მათ შეძლონ ფოკუსირება საქმის შესრულებაზე და არა – უსაფრთხოებაზე.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post