fbpx

1Password-მა 620$ მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

1password

1Password-მა 620$ მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

1Password არის ტორონტოში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების პაროლების, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის შენახვას ვირტუალურ “სარდაფში”. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სტარტაპმა დაფინანსების სერია C 620 მილიონი დოლარით დახურა. დაფინანსების მოპოვების შემდეგ სტარტაპის ღირებულება 6.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რითიც ის კანადის მასშტაბით ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიური ფირმა გახდა.

საინტერესოა, რომ დაფინანსების სერიებს უძღვებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: რაიან რეინოლდსი, სკარლეტ იოჰანსონი, რობერტ დაუნ JR.

დღესდღეობით 1Password-ის მომსახურებას იყენებს 100000-ზე მეტი ბიზნესი, მათ შორის: IBM, Slack და Shopify. ის იცავს ინდივიდებს, რათა მათ შეძლონ ფოკუსირება საქმის შესრულებაზე და არა – უსაფრთხოებაზე.

ცნობილია, რომ სტარტაპის წარმატება კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო ორ წელიწადში, როდესაც კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ამ პერიოდში კომპანიამ გააორმაგა მომხმარებელთა ბაზა და გაზარდა თავისი გუნდი 570 თანამშრომლამდე. როგორც ცნობილია, 2021 წელს კომპანიამ 150 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახა.

რაც შეეხება უახლეს დაფინანსებებს, 1 Password-მა 2019 წლის ბოლოს, 1Password-მა $200 მილიონიანი სერია A დახურა, რომელსაც Facebook და Spotify ხელმძღვანელობდნენ. მან ასევე მოიზიდა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია სერია B-ში 2021 წლის ივლისში, რითიც სტარტაპის ღირებულება 2 მილიარდი დოლარი გახდა.

ახალ დაფინანსებას 1Password გამოიყენებს პროდუქტის განვითარების დასაჩქარებლად, გუნდის გასაზრდელად და სტრატეგიული შენაძენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პაროლის მართვის სივრცეს ჰყავს რამდენიმე მოთამაშე, თუნდაც როგორიცაა LogMeIn’s LastPass, კომპანია ამბობს, რომ ამ სფეროში დიდი კონკურენცია მაინც არ არის. მათივე თქმით, ინვესტიცია 1Password-ში განპირობებულია ავტორიზაციის უკეთესი გადაწყვეტილებების მზარდი საჭიროებით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post