fbpx

Twitter-ის აპლიკაციის გამოყენება რეგისტრაციის გარეშე? – რას გვთავაზობს კომპანია

რეგისტრაციის

Twitter-ის აპლიკაციის გამოყენება რეგისტრაციის გარეშე? – რას გვთავაზობს კომპანია

,,გამოცადე ტვიტერი’’ – პირობითად შეიძლება ასე ვუწოდოთ Twitter-ის მიერ თავისი პოტენციური მომხმარებლებისთვის შექმნილ შეთავაზებას, რომლის ფარგლებშიც, სოციალური ქსელის მოხმარების გამოცდილების მიღება რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. კერძოდ, აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, iOS-ის მომხმარებელთა მცირე რაოდენობას Twitter-ის შეზღუდული ფუნქციონალით გამოყენება შეეძლებათ.

პოტენციური მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 50-ამდე ანგარიშის გამოწერა, ე.წ. ტვიტების წაკითხვა და მორგებული სიახლეთა ლენტის შექმნა. თუმცა, მათ არ შეეძლებათ სხვა ისეთი ფუნქციებით სარგებლობა, როგორებიცაა ე.წ. ტვიტის თავად გამოქვეყნება, მოწონება, გადაზიარება და ჩანიშვნა.

Twitter ვრცელი ტექსტების გამოქვეყნების ფუნქციას ტესტავს

Twitter

Twitter ვრცელი ტექსტების დაწერისა და გამოქვეყნების ფუნქციას ტესტავს. ეს არის სოციალური მედიის პლატფორმაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტვიტების სიმბოლოების რაოდენობა 140-იდან 280-მდე გაიზარდა.

სიახლე, რომელიც ჯეინ მანჩუნ ვონგმა აღმოაჩინა, კომპანიის პროდუქტის მენეჯერმა, ლორა ბურკჰაუზერმაც დაადასტურა. მისი თქმით, ეს ჯერ-ჯერობით ექსპერიმენტი და MVP-ია.

Twitter-ის პირველად გამოცდისას, ყველა არ არის რეგისტრაციისთვის მზად. ჩვენს გუნდს სურს, რომ ადამიანებს ტვიტების წაკითხვისა და სიახლეების ლენტის ქონის გამოცდილების მიღების საშუალება მისცეს, – აღნიშნავს ბურკჰაუზერი.

აღსანიშნია, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილებას პოტენციურ მომხმარებლებს სხვა აპლიკაციებიც აძლევენ. მაგალითად, TikTok-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვისთანავე, ადამიანებს ვიდეოების ყურება შეუძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post