fbpx

როგორი წელი იყო 2022 კრიპტოვალუტისთვის?

როგორი წელი იყო 2022 კრიპტოვალუტისთვის?

2022 რთული წელი იყო კრიპტოვალუტის მოყვარულთათვის. კრიპტოსამყაროს მთლიანი საბაზრო კაპიტალი წლის დასაწყისში 2,2 ტრილიონი დოლარიდან 867 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა დეკემბრის შუა რიცხვებში, რაც 60%-იან შემცირებას ნიშნავს. თუმცა, ყველაფერი ნამდვილად არ გამოიყურებოდა ასე ცუდად იანვარში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძნელი დასაჯერებელია, ერთ წელზე ნაკლები ხნის წინ ჩვენ ვნახეთ “Crypto Bowl”, სადაც ბირჟებმა 7 მილიონ დოლარამდე ივაჭრეს 30 წამის განმავლობაში ახალი მომხმარებლების მოსაზიდად. ეს ფაქტი კი მართლაც იყო ოპტიმიზმის საფუძველი.

ბიტკოინისა და Ethereum-ის ღირებულებამ 2021 წელს მიაღწიეს ყველა დროის მაქსიმუმს. მონეტებიც კი, როგორიცაა Dogecoin და Shiba Inu, კარგად მუშაობდნენ, ნაწილობრივ იმ ენთუზიასტების წყალობით, როგორებიც არიან: ელონ მასკი და მარკ კუბანი. თუმცა, მარტისთვის კრიპტოს არც თუ ისე კარგი პერიოდი დაუდგა.

ჰაკერებმა რონინის ქსელიდან 625 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა გააქრეს. ასევე, FTX და Binance-მაც განიცადეს შეტევები. ამ ძარცვებმა კი ეჭვი გააჩინა, რომ ბლოკჩეინის პროექტები არც ისე დაცულია თავდასხმებისგან.

ამავდროულად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გარკვეულწილად, კრიპტოს ეფექტურობა გამოავლინა, რადგან ის კარგი საშუალება აღმოჩნდა ერის ფინანსური მხარდაჭერისთვის. სულ რაღაც ერთ თვეში უკრაინელებმა მოახერხეს 64 მილიონი დოლარის მოზიდვა კრიპტოშემოწირულობებით.

თუმცა კრიპტოსადმი ნდობა დიდხანს არ გაგრძელებულა. აპრილისთვის Terra stablecoin $1-ზე დაბლა ჩამოვიდა და 35 ცენტამდე დაეცა. ამან გავლენა მოახდინა LUNA კრიპტოვალუტაზე, რომელმაც ერთ დღეში დაკარგა თავისი ღირებულების 96%. ეს იყო კრიპტოზამთრის დასაწყისი. და, ჯერჯერობით, დათბობის ნიშანი არ არსებობს.

აშშ-ს მარეგულირებლები ითხოვენ კრიპტოვალუტების გამკაცრებას. ევროკავშირმა ოქტომბერში მიიღო კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულაციის (MiCAR) კანონპროექტი, რომელიც შეეცდება დაარეგულიროს ციფრული აქტივების ბაზარი 2024 წლიდან.

ოქტომბრისთვის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია თვალყურს ადევნებდა ტოკენების ცნობილ მომხრეებს, სადაც კიმ კარდაშიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამიზნე. ინფლუენსერს დაევალა გადაეხადა 1.26 მილიონი დოლარი კრიპტოპოსტის შესახებ ჩაწერილი ბლოგისთვის, თუმცა, გამჟღავნდა, რომ ის ამაში კომპენსაციას აიღებდა.

ნოემბერში კი FTX-ის ინცდიდენტი მოხდა – ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ განიცადა ლიკვიდობის კრიზისი და საბოლოოდ გაკოტრდა. ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მეთვალყურეობდა Enron-ის ლიკვიდაციას, აღშფოთებული იყო კომპანიის მდგომარეობით, როდესაც ის აიღო სამართავად და განაცხადა: „მე მაქვს 40 წელზე მეტი იურიდიული და რესტრუქტურიზაციის გამოცდილება. მე ვიყავი რესტრუქტურიზაციის მთავარი ოფიცერი ან აღმასრულებელი დირექტორი ისტორიაში ყველაზე დიდ კორპორატიულ წარუმატებლობაში. . . . ჩემს კარიერაში არასდროს მინახავს კორპორატიული კონტროლის ისეთი სრული წარუმატებლობა და სანდო ფინანსური ინფორმაციის ისეთი სრული არარსებობა, როგორც აქ მოხდა. ”

FTX-ის დაშლის ეფექტმა და თანხების მითვისების ბრალდებებმა შეარყია ისედაც არასტაბილური სექტორი – ფასები კვლავ იკლებს. მთლიანობაში, კრიპტოვალუტამ წელს 1,3 ტრილიონი დოლარის ღირებულება დაკარგა.

ბიტკოინმაც კი მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, 27 დეკემბერს ის $16,717.17 ღირებულებით დაიხურა. შეადარეთ ეს ტოკენის ყველა დროის მაქსიმუმს, $68,990.90-ს 2021 წლის 8 ნოემბრისთვის— ან მის ფასს ერთი წლის წინ, $50,640.42. Ethereum დაეცა $1,212.79-მდე.

შესაბამისად, კრიპტოინვესტორებისთვის ან ენთუზიასტებისთვის ძალიან ცუდი წელი აღმოჩნდა 2022.

ქვემოთ კი გიზიარებთ ბიტკოინისა და ეთერიუმის ღირებულებებს წლების მიხედვით:

2013

Bitcoin: $735.07

2014

Bitcoin: $315.86

2015

Bitcoin: $422.82

Ethereum: $0.8564

2016

Bitcoin: $933.20

Ethereum: $7.17

2017

Bitcoin: $15,838.47

Ethereum: $762.84

2018

Bitcoin: $3,654.83

Ethereum: $116.58

2019

Bitcoin: $7,290.09

Ethereum: $127.21

2020

Bitcoin: $26,272.29

Ethereum: $682.64

2021

Bitcoin: $50,640.42

Ethereum: $4,037.55

2022

Bitcoin: $16,717.17

Ethereum: $1,212.79

კრიპტოს მთლიანმა საბაზრო კაპიტალმა 850 მილიარდ დოლარს მიაღწია

კრიპტოს

კრიპტოს მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2%-ით მოიმატა და 850 მილიარდ დოლარს მიაღწია. 20 ნოემბერს დაწყებული პოზიტიური ტალღებისა

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post