3 ნაბიჯი თანამედროვე ჯანდაცვის წარმატებისათვის
IOT მოწყობილობები, ანუ ინტერნეტ ნივთები, როგორიცაა უკაბელო მონიტორები და ვიდეო კამერები დიდი ხანია უკვე გამოყენებაშია საავადმყოფოებში, ხანდაზმულთა საცხოვრებელ დაწესებულებებში და სხვა საჯარო დაწესებულებებში. ანალიტიკოსების პროგნოზით მათი რიცხვი უახლოეს მომავალში 10 მილიარდით მოიმატებს და 2025 წლისათვის კი, ეს რაოდენობა გაორმაგდება.
თუმცა, IoT ინსტრუმენტების დასანერგად ჯანდაცვის ორგანიზაციებს უწევთ ახალი გამოწვევების გადალახვა, რადგან ტრადიციული მოწყობილობებისგან განსხვავებით, IOT ნივთებს უფრო მაღალი დონის სისტემები სჭირდება. მაგალითად, უსაფრთხოების გაძლიერება და ქსელების სიხშირის ზრდა.
სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო მოსაზრებები და რჩევები IoT ინიციატივებზე:
უსაფრთხოების მოწყობილობები იცავს პაციენტების მონაცემებს
IoT მოწყობილობები, დატვირთვის მიუხედავად უნდა იყოს ბიუჯეტური, რათა ორგანიზაციებმა შეძლონ მათი ფართოდ დანერგვა. საბოლოოდ კი, რაც უფრო მეტი IoT მოწყობილობა ექნება საავადმყოფოს, მით მეტად უზრუნველყოფს პაციენტს. მეტად დაცული იქნება მონაცემთა ბაზებიც.
ციფრულ მექანიზმებზე წარმოებულ ნივთებში, როგორც წესი, ჩაყენებულია საკმარისი გადამამუშავებელი ძალა და მეხსიერების ბარათები, რათა გამართულად ფუნქციონირებდნენ. კომპიუტერის ან ტაბლეტისგან განსხვავებით, თითოეულ მოწყობილობას აქვს რამდენიმე დამატებითი რესურსი კიბერუსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის მხარდასაჭერად. მათი დაცვა კიბერსაფრთხეებისგან სრულიად დამოკიდებულია ქსელსა და სხვა დანარჩენ IT ინფრასტრუქტურაზე.
სწორად შეარჩიეთ ქსელური არქიტექტურა და ტექნოლოგია
“უსაფრთხო მოწყობილობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ძლიერი ქსელი წარმატების გასაღებია IoT ნებისმიერი აპლიკაციისთვის” _ამბობს ტელეკომუნიკაციებისა ანალიტიკოსი, ტიმ კრიდელი.
მართალია, რომ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური რესურსებით აღჭურვა მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს კარგად ფუნქციონირებისათვის, მაგრამ არანაკლებ საჭიროა ძლიერი ინტერნეტ ქსელის არსებობა განსაკუთრებით მაშინ თუ, ციფრული მოწყობილობები WI-FI-ის კავშირზეა დამოკიდებული, ობიექტს უწყვეტად უნდა ფარავდეს უკაბელო ინტერნეტი.
ჯანდაცვის ორგანიზაციებმა ასევე უნდა განიხილონ IoT აპლიკაციები იმ მხრივაც, რომ შეძლონ დისტანციური მონიტორინგის წარმოება პაციენტებისთვის, რომლებთანაც წვდომა სწორედ აღნიშნული ბაზების და ქსელის საშუალებით უნდა ჰქონდეთ.
ნუ შეაფერხებთ ციფრულ ტრანსფორმაციებს ორგანიზაციაში
IoT მოწყობილობა ნიშნავს მეტი მონაცემის შეგროვებას, მათ ანალიზისა და მეტ მოქმედებას. ღრუბლოვანი პლატფორმა, ანუ ვირტუალური მეხსიერება შთანთქავს და ინახავს ყველა ინფორმაციას, რა მონაცემებზე დაყრდნობითაც მედპერსონალს უმარტივდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება პაციენტების საკეთილდღეოდ. ციფრული ტრანსფორმაციების ეპოქაში მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციებმა სწორად შეარჩიონ პლატფორმები და კარგად ერკვეოდნენ რომელი მოწყობილობა რა მიზანს ემსახურება.
ეს ღრუბლოვანი პლატფორმები, რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურ დროში ისტორიული მონაცემების მიწოდება არის გასაღები ციფრული ტრანსფორმაციების გააქტიურებისათვის, რაც პაციენტებზეც უკეთ აისახება და მედპერსონალის პროდუქტიულობაზეც.