fbpx

ტელეფსიქიატრიის როლი მენტალურ ჯანმრთელობაში

ტელეფსიქიატრიის

ტელეფსიქიატრიის როლი მენტალურ ჯანმრთელობაში

ტელეფსიქიატრია ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პრაქტიკაა, რომელიც ტელემედიცინას ფსიქიატრიის სფეროსკენ მიმართავს. ეს ტერმინი ეხება ფსიქიატრიული შეფასებისა და მკურნალობის მიწოდებას სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის, ჩვეულებრივ, ვიდეო კონფერენციის საშუალებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრია მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, ის ყველაზე ნაკლებად განიცდის ტექნოლოგიურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ტელეფსიქიატრია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა საიმისოდ, რომ იმ პაციენტების ფსიქიატრიული მოვლის ხარისხი გაუმჯობესდეს, რომელთაც ეს ძალიან სჭირდებათ.

გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული დაავადებებით უამრავი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად, მიმართვიანობა ძალიან დაბალია. ეკონომიკა, გეოგრაფია და მუდმივი სტიგმა დახმარების ძიებისას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერია.

მაგალითად, ფსიქიკური დაავადებები შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს შორისაა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ზრდასრული ადამიანების 20% განიცდის ფსიქიკურ დაავადებას ერთ წელიწადში და ამერიკელების ნახევარზე მეტს ფსიქიკური დაავადება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად აქვს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს, რომ 2017 წელს სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების მქონე 46.6 მილიონი ზრდასრულიდან მხოლოდ 42.6%-მა მიიღო მომსახურება წინა წელს.

ჭარბი დიაგნოსტიკისა და ჭარბი მედიკამენტების შესახებ პოპულარული ნარატივების მიუხედავად, ეს მაჩვენებლები მოწმობს, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მკურნალობს.

ჭკვიანი იმპლანტები

ჭკვიანი

სხვადასხვა სახეობის იმპლანტაციას ზოგჯერ გართულებებიც ახლავს თან, იქნება ეს იმპლანტის ადგილმდებარეობის მცირედი ცვლილება, ალერგიული რეაქცია, სისხლდენა, ჰემატომა, ქსოვილის ატროფია, ანთება თუ ინფექცია.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ტელეფსიქიატრია პერსონალური, ფიზიკური ვიზიტისა და მოვლის იდენტურია შემდეგი თვალსაზრისით:

• დიაგნოზის სიზუსტე
• მკურნალობის ეფექტურობა
• მოვლის ხარისხი
• კლიენტის კონფიდენციალურობა

ტელეფსიქიატრია ასევე ეფექტური მეთოდია შემდეგი აშლილობების სამკურნალოდ:

• შფოთვა
• კვების დარღვევები
• დეპრესია
• შიზოფრენია

ტელეფსიქიატრიის სარგებელი

ტელეფსიქიატრიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს პერსონალური ფსიქიატრიული სერვისების პრაქტიკული და ეფექტური ალტერნატივა. ის განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის.

ტელეფსიქიატრიის სხვა დადებითი მხარეებია:

მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა

ტელეფსიქიატრია კარგი ვარიანტია მათთვის, ვინც სოფლად და გეოგრაფიულად იზოლირებულ ადგილებში ცხოვრობს. მას შეუძლია, უზრუნველყოს კლიენტებისთვის ფსიქიატრიულ სერვისებზე წვდომის მარტივი გზა, თუ მათ არ შეუძლიათ მოგზაურობა. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამუშაოდან ან სკოლიდან გათავისუფლების საჭიროების შემცირება.

მოვლის ხარისხი

კლიენტებიც და პროვაიდერებიც აცხადებენ, რომ ტელეფსიქიატრიით სარგებლობისას ძალიან კმაყოფილები არიან, რადგანაც, ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა, უფრო მეტად გაიხსნას ფსიქიატრთან მაშინ, როცა საკუთარ სახლში იმყოფება და კომფორტულ გარემოშია.

საბოლოო ჯამში, ტელეფსიქიატრია არის ტელემედიცინის ფორმა, რომელიც იყენებს სატელეფონო ან ვიდეო კონფერენციის ინსტრუმენტებს ფსიქიატრიული სერვისების უზრუნველსაყოფად. როგორც პერსონალური ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ტელეფსიქიატრის პროვაიდერებს შეუძლიათ დასვან დიაგნოზი, უზრუნველყონ თერაპია და დანიშნონ მედიკამენტები.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელეფსიქიატრია ისეთივე ეფექტურია, როგორც პერსონალური მკურნალობა და ის შეიძლება სასურველიც კი იყოს ზოგიერთი ადამიანისთვის.

 

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post