fbpx

ვინ არიან 500 Georgia-ს მენტორები?

ვინ არიან 500 Georgia-ს მენტორები?

ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო წამყვან გლობალურ აქსელერატორს – 500 Global-ს შორის 4-წლიანი პარტნიორობა გაფორმდა. ამ პერიოდში აქსელერატორი ქართული სტარტაპების გადამზადებაზე იზრუნებს.

პროგრამაზე რეგისტრაცია სექტემბერში დასრულდა და სულ მალე 500Georgia გადამზადების ახალ ტალღას დაიწყებს. 239 შემოსული განაცხადიდან, რამდენიმე ეტაპიანი გადარჩევის შედეგად აქსელერაციის პროცესში 15 სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას. პროგრამის მენტორების ვინაობა უკვე ცნობილია და ამ ბლოგში სწორედ მათ წარმოგიდგენთ. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში სტარტაპების განვითარებასა და მათთვის საჭირო რჩევების, დავალებებისა და პრაქტიკის მიღებაზე იზრუნებენ.

ჯასტინა იასტჟებსკა

ჯასტინა მარკეტინგის სპეციალისტია, რომლის კარიერის მიღმაც თერთმეტწლიანი გამოცდილება დგას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: პროდუქტების გატანა ბაზარზე, კონვერსიების ოპტიმიზების პროგრამის შექმნა, კომპანიების მხარდაჭერა მეტი შემოსავლის გამომუშავებაში, საქმიანი პარტნიორების მოძიებაში, გარიგებების დადებასა და გაყიდვების გაზრდაში. მისი სამუშაო მიმართულება ძირითადად ფოკუსირებულია ვებგვერდების ოპტიმიზებასა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ონლაინ გამოცდილების შექმნისკენ.

ქრისტინ ვოლდენი

ქრისტინი გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სპეციალისტი და SoulfulSelling.com-ის მფლობელია. მას 15 წლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვებსა და ამ მიმართულების გუნდების მართვაში.გარდა ამისა, ქრისტინმა შექმნა გაყიდვების ონლაინ სასწავლო კურსები. ის დახმარებას უწევს მცირე ბიზნესის მფლობელებს და მეწარმეებს გაყიდვების ძლიერი გუნდების ჩამოყალიბებასა და მეტი შემოსავლის გენერირებაში Quiet Selling Method-ის (გაყიდვების ჩუმი მეთოდი) გამოყენებით.

მაია კანეჰარა

მაიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს პროდუქტის განვითარების სფეროში ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიცაა: Twitter, Apple, და Autodesk. გარდა ამისა, ის არის SSI Incubator-ის, დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების პირველი ინკუბატორის, მმართველი დირექტორი. ხოლო მანამდე ის იყო Digital Garage US-ის ზრდისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მან შექმნა სტარტაპების თემი DG717. მაია  საწყის ეტაპზე მენტორობას უწევს „500 Global“-ის, Alchemist Accelerator-ის, Plug and Play tech center-ის და Orange Fab-ის სტარტაპებს.

პედრო ვიეირა

პედრო მეცნიერია, რომელმაც საკუთარი კომპანია დააფუძნა. გარდა ამისა, ის გახდა ინვესტორი, რომელმაც ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. ეს მოიცავს, როგორც ოპერატორად მუშაობას, ასევე, ინვესტორობასა და წარმოების განვითარების სხვადასხვა ეტაპს – იდეიდან მის გაფართოებამდე. მან კომპანია West to West დააფუძნა, რომელიც მეწარმეებს პორტუგალიიდან და ევროკავშირიდან სილიკონ ველიზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. პედრო ვიეირამ სულ ახლახანს ევროპასა და აფრიკაში „500 Global“-ის ინიციატივების ხელმძღვანელობა ჩაიბარა.

სულ მალე მენტორები ქართულ სტარტაპებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რის შედეგადაც, სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ, გლობალურ ხედვა ჩამოიყალიბონ და შექმნან თავიანთი ბიზნესისთვის რელევანტური სტრატეგიები.

აქვე შეგახსენებთ, რომ 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და ადრეულ ინვესტიციებს ახორციელებს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დაარსების დღიდან 500 Global-მა მხარი დაუჭირა 2600-ზე მეტი კომპანიის 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, მსოფლიოს 81 ქვეყნის მასშტაბით. მისი პორტფოლიო შეიცავს $1 მილიარდის ღირებულების 45 და $100 მილიონზე მეტის ღირებულების 130-ზე მეტ კომპანიას. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინეტრესებულ მხარეებთან და კონსულტაციებს უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს, შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის.

ყველაფერი, რაც 500 Georgia-ს შესახებ უნდა იცოდე

500-startups

წინა სტატიებში უკვე გიამბეთ, თუ რა ეტაპების გავლა უწევთ 500 Georgia-ს პროგრამის მონაწილეებს. ამ სტატიაში კი გაგიზიარებთ ყველაფერს, რაც დამატებით უნდა იცოდეთ – ვის შეუძლია რეგისტრაცია, რა მოცულობის ინვესტიციას უნდა ელოდოთ და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post