fbpx

7 მეტრიკა Product/Market Fit-ის შესაფასებლად

7 მეტრიკა Product/Market Fit-ის შესაფასებლად

სტარტაპის წამოწყებისას, შემოსავლის რაოდენობა მნიშვნელოვანი საზომი ერთეულია, მაგრამ, როდესაც პროდუქტის ბაზარზე მორგებას ვცდილობთ, მხოლოდ შემოსავალზე კონცენტრირება შეიძლება შეცდომა იყოს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ანტრეპრენერები მომხმარებლის მოზიდვაზე ისე იციკლებიან, რომ არსებული მომხმარებლის შენარჩუნებაზე ზრუნვა საერთოდ ავიწყდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  პროდუქტის და ბაზრის თავსებადობა (Product/Market Fit) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტარტაპის წარმატებისთვის. მის გასაზომად კი რამდენიმე საშუალება არსებობს:

Retention Metrics:

Retention Metric ზომავს იმ მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებმიც პროდუქტით პირველად სარგებლობის შემდეგ მის გამოყენებას განაგრძობენ. ამ მაჩვენებელზე დაკვირვება დღეების მიხედვით ხდება:

1.Day X Retention – ზომავს თუ რამდენმა ადამიანი განაგრძობს პროდუქტის მოხმარებას პირველი გამოყენებიდან X დღის შემდეგ. პირველ და სხვა X დღეს შორის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება ნორმალურია, მაგრამ აუცილებლად გაარკვიეთ თუ რამ განაპირობა ის. პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე X შეიძლება იყოს მე-7 დღე, 30-ე დღე ან ა.შ. მაგალითად, თუ თქვენ შექმენით ბილეთების დასაჯავშნი აპლიკაცია და 30-ე დღის მაჩვენებელი 20%-ია, ეს კარგი შედეგია. მაგრამ სოციალური ქსელის აპლიკაციის შემთხვევაში, მსგავსი პროცენტული რაოდენობა ძალიან დაბალი იქნება.

Engagement Metrics:

Engagement Metric გვიჩვენებს, თუ რამდენად რეგულარულად იყენებს მომხმარებელი შენს პროდუქტს, რომ გაზომო მისი მიჩვევადობა. როდესაც რეგულარული მომხმარებელი გამოგიჩნდება, ეს ნიშნავს, რომ შენი პროდუქტი ზუსტად მოერგო ბაზარს. განსხვავებულ პროდუქტებს განსხვავებული Engagement Metric გააჩნია:

2.Active Users in a given period ეს საზომი აჩვენებს მომხმარებლების იმ რაოდენობას, რომლებმაც შენი პროდუქტი, საიტი ან აპლიკაცია დროს გარკვეულ მონაკვეთში გამოიყენეს. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მომსახურებას სთავაზობ მათ, იცვლება აქტიური მომხმარებლის დეფინიცია. მაგრამ, მათი რაოდენობის გამოთვლა ძირითადად შემდეგი მაჩვენებლებით ხდება – Daily Active User (DAU) და Monthly Active User (MAU);

3.DAU/MAU თანაფარდობა DAU/MAU თანაფარდობით, შეგიძლია გაზომო მომხმარებლის ინგეიჯმენთი შენს პროდუქტთან. მაგალითად, თუ ყოველდღიურად გყავს 200 უნიკალური აქტიური მომხმარებელი, ყოველთვიურად კი 1000, მაშინ DAU/MAU-ს თანაფარდობა 1:5-ზე იქნება. ეს ნიშნავს, რომ 5-დან 1 აქტიური მომხმარებელი შენს პროდუქტს ყოველდღიურად იყენებს. ეს თანაფარდობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე DAU-სა და MAU-ს ცალკეული რაოდენობა და რაც უფრო მაღალია ის, ნიშნავს რომ შენი სტარტაპის PMF-ის პოვნისკენ სწორ გზაზეა.

Adoption Metrics

Adoption Metric შენს პროდუქტთან აუდიტორიის პირველ ინტერაქციას და მის პირველად გამოყენებას ზომავს. დარეგისტრირების შემდეგი პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტის სასიცოცხლო ციკლისთვის. ამ მაჩვენებელს ყველაზე ხშირად b2c (Business-to-Consumer) ტიპის სტარტაპები მოიხმარენ, რადგან მათი მთავარი მიზანია მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს პროდუქტისგან. Adoption Metric-ის მრავალი ტიპი არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენებენ:

4.External adoption – აჩვენებს ახალ მომხმარებლებს რა დრო სჭირდებათ შენი აპლიკაციის გადმოწერიდან ან რეგისტრაციიდან მისი რეალურად გამოყენებისთვის. (საბანკო აპლიკაციის შემთხვევაში – პირველი ტრანზაქციის განსახორციელებლად, სოციალური ქსელის შემთხვევაში პირველი პოსტისთვის და სხვა…).

5.Internal Adoption – აჩვენებს საშუალოდ რამდენი დღის განმავლობაში იყენებს მომხმარებელი ახალ ფუნქციას. (მაგალითად, კვირის განმავლობაში Instagram-ის მომხმარებელთა რა რაოდენობა იყენებს Story-ის ახალ ფუნქციას.)

Adoption Metric ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა PMF-ს დასადგენად.

User Task Success Metrics

Task Success Metric ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია MVP-ს გაშვებისას და გაჩვენებს რამდენად ახლოს ხარ PMF-თან. ის გვიჩვენებს რამდენად გამოყენებადია სტარტაპი – შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს მიწოდებული პროდუქტით, სერვისითა თუ ფუნქციით მიზნის მიღწევა. Task Success Metric არის მთავარი საზომი პროდუქტის მოხმარების და სარგებლიანობის განსასაზღვრად (მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ UBER-ს მილიონამდე გადმოწერა ჰქონოდა, თუმცა რეალურად არცერთი შეკვეთა არ ყოფილიყო განხორციელებული). თუ მომხმარებელი ვერ შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას, მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ პროდუქტი ბაზარს ვერ მოერგო და ცვლილებებია საჭირო. User Task Success ხშირად ორი მაჩვენებლით ზომავენ:

6.Time-on-task – გვიჩვენებს, საშუალოდ რა დრო სჭირდება მომხმარებელს პროდუქტის გამოსაყენებლად.

7.Task success rate – გვიჩვენებს, რა რაოდენობის მომხმარებელმა შეძლო შენი პროდუქტის წარმატებით გამოყენება.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ყველა მეტრიკა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ერთად კომბინაციაში ისინი წარმოადგენენ ძალიან კარგ საზომს იმის გასაგებად მიაღწია თუ არა სტარტაპმა PMF-ს. თუმცა, ადრეულ ეტაპზე ყველა ამ მაჩვენებლის კონტროლისთვის დრო შეიძლება არც გეყოს. ამ შემთხვევაში, უმჯობესია დასაწყისში ამოირჩიო შენთვის პრიორიტეტული მეტრიკა. ასევე, მნიშვნელოვანია სტარტაპის მთელ გუნდს კარგად ესმოდეს ზუსტად რას ზომავთ და რატომ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post