რა არის სამედიცინო ჩატბოტი?
ჩატბოტი არის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელიც მომხმარებელს სმენითი ან ტექსტური მეთოდებით ესაუბრება. სამედიცინო ჩატბოტი აადვილებს და შედარებით მსუბუქს ხდის ჯანდაცვის პროვაიდერის მუშაობას. ინტელექტუალური სამედიცინო ჩატბოტები შეიძლება დაეხმარონ ექიმებს, ექთნებს, თერაპევტებს, პაციენტებს ან მათ ოჯახებს. მათ შეუძლიათ, ჩაერთონ და შეამცირონ დრო, რომელსაც პროვაიდერები ხარჯავენ ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა:
• მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება
• სახელმძღვანელო პაციენტებისთვის
• მედიკამენტებების მართვა და დოზირება
• ადამიანებისა და ორგანიზაციების დაკავშირება
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩატბოტებს შეუძლიათ მომხმარებლებს ღირებული ინფორმაცია მიაწოდონ, ისინი არ არიან კვალიფიცირებულებიი ოფიციალური დიაგნოზის დასადგენად. ამ ჭკვიანური ალგორითმებით საუბრისა და ტექსტური შეტყობინებების მიღმა მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ჩატბოტი გახდეს პირველი კონტაქტის წერტილი, სანამ ადამიანის ჩართულობა იქნება საჭირო.
როგორ შეუძლიათ სამედიცინო ჩატბოტებს ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება?
ჯანდაცვის ყველა პროვაიდერი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს თავის პაციენტს, მაგრამ დიდი დატვირთვა ყოველთვის არ აძლევთ მათ საუკეთესო სერვისის გაწევის საშუალებას. დღევანდელ მედიცინას უკვე შეუძლია, დაეყრდნოს ჩატბოტს, რათა 24/7 ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, უპასუხოს განმეორებით კითხვებს ან დაგეგმოს შეხვედრები. კიდევ რა შეიძლება შესთავაზონ სამედიცინო ჩატბოტებმა ინდუსტრიას?
ზრუნვაზე დაუყოვნებელი წვდომა – ჩატბოტი სწრაფად აკავშირებს მომხმარებელს სწორ სპეციალისტთან და აფრთხილებს მოვლის გუნდებს გადაუდებელი ცვლილებების შესახებ პაციენტებში და გადაუდებელ სიტუაციებში.
ჯანმრთელობის მონიტორინგი და დამატებითი ინფორმაცია – პაციენტებს სჭირდებათ მეტი, ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ასე რომ, გაწერის შემდგომ მოვლაში, შესაძლებელია, აქტიურად ჩაერთოს ბოტი.
მარტივი გამოსაყენებელი ექიმებისა და პაციენტებისთვის – სასაუბრო ინტერფეისები ყველასთვის ხელმისაწვდომია და არ მოიცავენ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეებს.
მასშტაბურობა – მასთან დაკავშირება ყოველთვის, ყველა ადგილიდან შესაძლებელია.
პაციენტის გაუმჯობესებული კმაყოფილება – ეს აპლიკაციები ეხმარება პერსონალის დეფიციტის დაძლევას რობოტული დახმარებით. არც ერთი საკითხი არ დარჩება უყურადღებოდ.
დეტალები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ ჩატბოტის არსებობის შემთხვევაში:
ეფექტურობა – დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მიაწოდოთ სასარგებლო ჯანდაცვის სერვისი ან პროდუქტი მომხმარებელს და არა გადატვირთული მონაცემთა ბაზა ასობით რეკლამითა და ამომხტარი ფანჯრით.
მომხმარებლის კონფიდენციალურობა – შექმენით სერვისი, რომელიც გაუძლებს სისტემის შეცდომებს და კიბერშეტევებს. გარდა ამისა, აცნობეთ თქვენს მომხმარებლებს ზუსტი ზომების შესახებ, რომლებსაც იღებთ მათი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
სანდოობა – ონლაინ ჯანდაცვის სერვისებმა მოიპოვეს ცუდი რეპუტაცია მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს მათი სიმპტომების დაგუგლვა. ასე რომ, თქვენ დაგჭირდებათ თქვენი სამედიცინო ექსპერტიზის დადასტურება.