fbpx

რა ახალ შესაძლებლობას უქმნის OpenSea NFT კრეატორებს?

opensea

რა ახალ შესაძლებლობას უქმნის OpenSea NFT კრეატორებს?

OpenSea – NFT-ების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი ნფტ კრეატორებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამიერიდან, არტისტებს საშუალება ექნებათ, შექმნან კონფიგურირებადი ჩამოსაშლელი გვერდები, გააზიარონ სურათები, ვიდეოები და ა.შ

 

როგორც ამ ახალი იმერსიული ინიციატივის ნაწილი, შემქმნელებს შეეძლებათ, გააზიარონ თავიანთი NFT კოლექციები საკუთარ გვერდებზე, რაც როგორც კომპანია იმედოვნებს, კოლექციებს ხილვადობისა და აღმოჩენის უფრო დიდ შესაძლებლობებს შეუქმნის.

OpenSea-ზე პროექტის drop-ებს (ნფტ- გამოსვლის თარიღი, დრო, ფასი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები) ასევე ექნებათ წვდომა SeaDrop-ზე, ახალ, უსაფრთხო ღია კოდის სმარტ კონტრაქტზე, რომელიც ხელს შეუწყობს კრეატორებს, დაზოგონ დრო და ნაკლებად იყვნენ კონცენტრირებულები ტექნიკურ საკითხებზე.

“უსაფრთხო ჭკვიანი კონტრაქტის შემუშავება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტექნიკურად რთული ელემენტია და ახლა შემქმნელებს შეუძლიათ მთლიანად გამოტოვონ ეს ნაბიჯი SeaDrop-ის გამოყენებით,” – ამბობენ OpenSea-ს წარმომადგენლები.

აგვისტოში Cointelegraph-მა განაცხადა, რომ OpenSea-ს მოცულობა მკვეთრად დაეცა, პლატფორმაზე ყოველდღიური და ყოველთვიური ტრანზაქციების მასიური შემცირებით. ბაზარი 1 მაისს 405,75 მილიონი დოლარის ტრანზაქციის დამუშავებიდან მხოლოდ 28 აგვისტოს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების NFT ტრანზაქციებზე გადავიდა.

რა არის პრაქტიკული NFT-ები და რით გამოირჩევიან ისინი?

NFT

უმეტესი ჩვენგანისთვის NFT უნიკალური ციფრული კოლექციებია. თუმცა, ნფტ-ების მიღმა არსებულ ტექნოლოგიას შეუძლია, შექმნას სხვა აპლიკაციების ფართო სპექტრი.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post